მიიღე მეტი შენი დღისგან - „მეამა” ახლა უკვე ქუთაისშია

გაზიარება:

მეამა იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალში შედის, რომლის სახელიც ხშირად პროდუქტის დასახელებად იმკვიდრებს თავს.

ერთი ფინჯანი მეამა ხომ არ დაგველია? - ამ ფრაზამ კაფსულის ყავის მოყვარულებში თავი უკვე დაიმკვიდრა.

„მეამა” იმ ინოვაციურ, პროგრესულ და სანდო ქართულ კომპანიათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც მომხმარებლის გულის მოგება ბაზარზე გამოჩენისთანავე მოახერხა, რაც, პირველ ყოვლისა, ბრენდის ფილოსოფიისა და მისი ღირებულებების დამსახურებაა, შემდეგ კი მისი მუდმივი განვითარებისა და ზრდის გამოძახილი. 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „მეამა” საქართველოში ყავის ახალ ერას ქმნის და კაფსულის ყავის შეძენისა და მოხმარების ახალ, თანამედროვე და განსხვავებულ კულტურას ამკვიდრებს. თბილისის შემდეგ ქუთაისი პირველი ქალაქია, სადაც „მეამა” სრული კონცეფციით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციასთან ერთად, საინტერესო გამოცდილებასაც გაუზიარებს.

ქუთაისის ცენტრში, წმინდა ნინოს  ქუჩაზე, „მეამას” ბრენდული სივრცე, ხოლო მის მიმდებარედ ე.წ. Takeaway კონცეფციის „მეამა ქოლექთის” ორი ობიექტი გაიხსნა.

შენობა, სადაც „მეამას” ბრენდული სივრცე განთავსდა, ისტორიული ძეგლია, შესაბამისად არსებული ფასადისა და შიდა სივრცის ისტორიული დეტალები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული. ბრენდული სივრცის დიზაინი, ისევე, როგორც „მეამა”-ს სხვა ობიექტების ვიზუალური კონცეფცია, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. ხე, ქვა და მინა ინტერიერში საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს, ხოლო განათება და მცენარეები კიდევ უფრო გამორჩეულ იერსა და სიმყუდროვეს სძენს მას.

„მეამას” ობიექტებში სტუმრებს საქართველოში შექმნილი კაფსულის ყავისა და ჩაის ახალი კულტურის გაცნობის და მაღალი ხარისხის ადგილობრივი პროდუქციის შეძენის საშუალება აქვთ. 

ზევით