მიშელ ფაიფერი 5-წლიანი პაუზის შემდეგ, ტელეეკრანებს დაუბრუნდა

Up Close and Personal-ის, Dangerous Minds-ის, Hairspray-სა და I Am Sam-ის ვარსკვლავი, მიშელ ფაიფერი, 5 წლის წინ ტელეეკრანებიდან მოულოდნელად გაქრა. მიუხედავად საინტერესო შემოთავაზებებისა და მიშელის უკანასკნელი წარმატებული პროექტის The Wizard of Lies-ისა, ფაიფერმა ჰოლივუდის მიტოვება მაინც გადაწყვიტა. მსახიობი, რადმენიმე დღის წინ, დადსავლური გამოცემა  Town and Country-ს გარეკანზე გამოჩნდა და ედითორიალში კინოდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

62 წლის მიშელ ფაიფერი, დღემდე შესანიშნავ ფორმაშია და ამაში ახალი ფოტოსესიის სურათებიც დაგარწმუნებთ. ადამ რათისთვის მიცემულ ინტერვიუში, მსახიობმა აღნიშნა, რომ 5 წლის წინ, ჰოლივუდიდან გაქრობის მთავარი მიზეზები მისი შვილები იყვნენ. მიშელმა და მისმა მეუღლემ, პროდიუსერმა დეივიდ ე. კელიმ, რომლებსაც 27-წლიანი ქორწინება აკავშირებთ, გადაწყვიტეს, შვილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში მათ გვერდით ყოფილიყვნენ.

სანამ ბავშვევი დაიბადებოდნენ, ჩემი სამუშაო გახლდათ ჩემი ცხოვრება და ეს მშვენიერი იყო. სანამ პატარები იყვნენ ისინი სამსახურში დამყავდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

მიშელის სიტყვებით, ბავშვების სკოლაში წასვლის შემდეგ ყველაეფრი გართულდა, დედა მაქსიმალურად ცდილობდა შვილების რუტინის ნაწილი გამხდარიყო და მხოლოდ სეზონურ როლებს თანხმდებოდა, ამან შედეგიც გამოიღო.

ჩემთან მუშაობა ჩახლართული გახდა და ჩემი აყვანის ნაცვლად, ხშირად, სხვის დაქირავებას ირჩევდნენ

თუმცა, 5-წლიანი შესვენების შემდეგ, სწორედ მისი ოჯახი და შვილები აღმოჩნდნენ იმის ინიციატორები, რომ მიშელი ჰოლივუდს და საყვარელ საქმეს დაბრუნებოდა. ფაიფერმაც გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კონკურენცია იმაზე კონკურენტუნარიანი დახვდა, ვიდრე დატოვა. მიშელმა მონაწილეობა აზაზელ ჯეიკობსის ფილმ French Exit-ში მიიღო, ახლა კი ახალ პროექტზე აგრძელებს მუშაობას.

ამ ინდურსტრიაში, შენი ადგილი არასდროსაა გარანტირებული. ის ძალიან კონკურენტუნარიანია.

ზევით