სუპერმოდელიდან-ანტრეპრენერამდე: ემილი დიდონანტომ თავის მოვლის ხაზი გამოუშვა

emily Didonanto Covey

ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სახიდან - ანტრეპრენერამდე რომ ერთი ნაბიჯია, ეს უკვე ყველას კარგად მოგვეხსენება. თავის მოვლის სამყაროს, სუპერმოდელი ემილი დიდონანტოც შეუერთდა და სილამაზის ინდუსტრიას დიდი სიამაყით ბრენდი Covey წარუდგინა.

Covey მარტივ პირობას გაძლევთ - ისე იზრუნებს თქვენი სახის კანზე, როგორც საუკეთესო მეგობარზე

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Covey (@covey)

Covey - ემილისა და მისი უახლოესი მეგობრის ქრისტინა ურიბეს საერთო წამოწყებაა. როგორც აღმოჩნდა, ემილიმ და ქრისტინამ, საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს საკუთარი სახის კანის გაჯანსაღებას და ამ გრძელ გზაზე, უამრავი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ბრენდები დატესტეს, გამოიკვლიეს ყველა პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია და მივიდნენ დასკვნამდე, რომ გენიალურობა, სიმარტივეში იმალება.

სწორედ, ზედმეტი თავის ტკივილისა და ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის გარეშე, მეგობრებმა დერმატოლოგ ჯულია რუსაკთან თანამშრომლობით, 3-ეტაპიანი სახის კანის მოვლის რუტინა გამოუშვეს. პასტელის ფერებში, მინიმალისტური დიზაინით შექმნილი პროდუქტები, სახის დასაბანს, C ვიტამინის სახის შრატსა და დამატენიანებელ საცხს აერთიანებენ.

Covey-ს 3 საფეხურიანი სახის მოვლის რუტინა ემილი დიდონანტომ საკუთარ Youtube გვერდზე უკვე წარმოგვიდგინა და თითოეული პრoდუქტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციაც მოგვაწოდა. Covey-ს სეტის შეძენა, ბრენდის ოფიციალურ საიტზე 122 დოლარად შეგიძლიათ.

 

Covey Routine

ყიდვა 

ზევით