მომღერალი ელი გოლდინგი შვილს ელოდება

ბრიტანული სამეფო ოჯახის საყვარელი მომღერალი და პრინც ჰარის ახლო მეგობარი, ელი გოლდინგი პირველ შვილს ელოდება. სიახლე, მომღერალმა ამერიკული  Vogue-ის ჟურნალისტთან საუბრისას გაამხილა. ელიმ განმარტა, რომ ის უკვე ორსულობის მე-8 თვეშია და ის და მისი მეუღლე კასპარ ჯოპლინი პატარის დაბადებას მოუთმენლად ელიან.

ინტერვიუს თან ნაზი, ესთეტიკური ფოტოსესიიდანაც ახლავს ფოტოები, რომელშიც მომღერალს თეთრი ფერის კაბა ამშვენებს და წამოზრდილი მუცელიც თვალშისაცემად ეტყობა. ინტერვიუში ელიმ იმ ჯადოსნურ წუთებზე ისაუბრა, როდესაც პირველად შეიტყო ორსულობის შესახებ.

 

გასული წლის აგვისტოს თვეში, მე და კასპარი ქორწინების პირველი წლის აღსანიშნად სამოგზაუროდ წავედით, სწორედ იქ შევიტყვეთ ორივემ, რომ ორსულად ვიყავი.

აღმოჩნდა, რომ ორსულობა დაუგეგმავი იყო, მომღერლის თქმით, პირველი წუთები შოკირებულიც კი გახლდათ, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი გააცნობიერა და სიხარულიც მაშინ ეწვია. ელიმ განმარტა, რომ ორსულობამ, მისი ცხოვრება კარდინალურად უკვე შეცვალა.

თავი ადამიანად ვიგრძენი. მინდა  უკეთესი სიტყვა ვიპოვო ვიდრე "ქალურია", მაგრამ არ გამომდის. ჩემმა სხეულმა ისეთი ტრანსფორმაცია განიცადა, როგორსაც ვერც კი წარმოვიდგენდი.

ედითორიალის გამოსვლის შემდეგ, ელ გოლდინგმა სოციალურ ქსელში ემოციური ფოტოსურათიც გამოაქვეყნა. შავ-თეთრ ფოტოზე, მომღერლის და მისი მეუღლის ხელები, ელის წამოზრდილ მუცელზეა მოთავსებული.

ელი გოლდინგი და კასპარ ჯოპლინი 2019 წლის პირველ სექტემბერს დაქორწინდნენ. ულამაზეს საქორწინო ცერემონიაზე თავი ელისა და კასპარის ოჯახის წევრებმა და ახლო მეგობრებმა მოიყარეს, მათ შორის იყვნენ ქეთი პერი და ორლანდო ბლუმი, პრინცესები ეუგენია და ბეატრისი, ჯეიმს ბლანტი მეუღლესთან ერთად და მრავალი სხვა.

ზევით