მომღერალი Tinashe ნინო სეფიაშვილის აქსესუარებით გამოჩნდა

ცნობილი ამერიკელი მომღერალი Tinashe მანჰეტენის შუაგულში, თაიმ-სქვერის უზარმაზარ ბანერზე ქართველი დიზაინერის აქსესუარებით გამოჩნდა. მომღერალმა, ნინო სეფიაშვილის ოქროსფერი საყურეები მოირგო და ის ნარინჯისფერ ხავერდის პიჯაკსა და მკვეთრ, მბზინავ მაკიაჟს შეუხამა.

მოგვიანებით, Tinashe-მ, Nino Sepo-ს საყურეებით გადასაღებ მოედანზეც იპოზიორა და ფოტოები სოციალური ქსელის მეშვეობით, საკუთარ გამომწერებს გაუზიარა. მომღერლისთვის, ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ქართველი დიზაინერის შესახებ ცნობილი, მოდის PR სააგენტო TATA PR-ის დამსახურებით გახდა.

ნინო სეფიაშვილმა სამკაულების დიზაინის შექმნა 2016 წლიდან დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც, მისი სადიპლომო კოლექცია იტალიურ VOGUE-ში მოხვდა, როგორც წლის წარმატებული პროექტი, რასაც ფრანგულ  VOGUE-სა და HARPERS BAZAAR-ში გამოჩენა მოჰყვა. ახლა კი ნინოს ჯადოსნური აქსესუარებით ცნობილი ადამიანები დაინტერესდნენ და ჩვენც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გოგოს წინ დიდებული მომავალი ელოდება.

ჩემთვის მოდის შექმნა თამაშს ჰგავს. ვთამაშობ სხვადასხვა ფორმებთან და მასალებთან. ჩემს ბრენდს სურს, რომ ხალხს დაანახოს, რომ მოდის ენაზე პოეტურობის, სიყვარულის, ჯადოსნურობის და თვით თავისუფლების გადმოცემაც შეიძლება

ვრცლად, ნინო სეფიაშვილის შემოქმედებისა და მისი უნიკალური ხელწერის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში

ზევით