#ცნობილები #მოდა

Moschino-ს დიდებული „ფილმი“ მილანის მოდის კვირეულზე

გაზიარება:

Moschino-ს კრეატიულმა დირექტორმა, ჯერემი სკოტმა, გადაწყვიტა, რომ 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებისთვის მხოლოდ ერთი თემატიკა საკმარისი არ იქნებოდა, სწორედ ამიტომ წითელი ხალიჩის გლამური, მაღალი მოდა და ცხოველების პრინტები ერთ ჩვენებაში გააერთიანა და დაუვიწყარი სანახაობაც შემოგვთავაზა.

ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან ტრადიციული ჩვენების გარდა საკუთარი თავის გამოხატვის სხვა გზაც მომეცა 

მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, Moschino-ს ჩვენება ფილმ Jungle Red-ის სახელით ვიხილეთ, რომელიც ერთ დიდ თეატრალურ დადგმას წარმოადგენდა, ისეთი მოდელების მონაწილეობით, როგორებიც ჯოან სმოლსი, ჰეილი ბიბერი, სტელა მაქსველი და უინი ჰარლოუ არიან. ჯერემი სკოტმა 90-იანების დიდებული სუპერმოდელი შალომ ჰარლოუც დააბრუნა პოდიუმზე, შოუს წარმომადგენლად კი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის დედა, მაია მასკი წარმოგვიდგინა.

სილამაზეს მხოლოდ ერთი არქეტიპი არ გააჩნია, სამყაროში განსხვავებული რასები არსებობენ, განსხვავებული აღნაგობით

ჯერემი სკოტმა შთაგონება ჯორჯ კუკორის 1939 წელს გამოსული ფილმის The Women-სგან აიღო, დიზაინერის ინსპირაცია მე-20 საუკუნის კოსმოპოლიტი ქალი აღმოჩნდა, განსაკუთრებული სენსიტიური ბუნებით. თუმა კუკორისგან განსხვავებით, რომლის ფილმში მხოლოდ თეთრკანიანი ქალები მონაწილეობდნენ, სკოტმა Jungle Red-ში როგორც განსხვავებული კანის ფერის, აგრეთვე აღნაგობის მოდელებიც გამოიყვანა.

 

Moschino 2021 წლის შემოდგომა-ზამთარი

ზევით