ლიზა ყენიას გრემის ნომინანტებს შორის მოხვედრის შანსი აქვს
რიგით 67-ე Grammy-ს დაჯილდოებისთვის რბოლა ოფიციალურად დაიწყო. ქართველ არტისტებს, ლიზა ყენიასა და აზიკო ფილიას, ტრეკით Sacrifice, შანსი ეძლევათ, გრემის ნომინანტების სიაში მოხვდნენ.
სექტემბრის ბოლოდან “ქართველობის” გამოჩენა კიდევ ერთხელ მოგვიწევს. მეგა მუსიკალურ პროექტში ჩვენი მორიგი თანამემამულე მიიღებს მონაწილეობას. ნინი ბრეგვაძე ამერიკული The Voice-ის სცენაზე გამოჩნდება.
ნინი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის - "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ X ფაქტორშიც გამოჩნდა.
ქართველმა მომღერალმა, რომელიც ბოლო წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სიახლის შესახებ რამდენიმე დღის წინ, საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით გვამცნო. ნინიმ The Voice-ის ახალი სეზონის კლიპიც გააზიარა, რომელშიც თავად შემსრულებელი ერთ კადრში ჩნდება, თუმცა კლიპს მთლიანად მის მიერ შესრულებული I see red დასდევს ფონად.
რაც შეეხება The Voice-ის წლევანდელ სეზონს, პროექტში დიდი ცვლილებაა. 12 წლის მანძილზე პირველად, მსაჯებს შორის ცნობილი ქანთრი მომღერალი - ბლეიკ შელტონი აღარ იჯდება. მის ნაცვლად წითელ სკამს ამავე ჟანრის ლეგენდარული მუსიკოსი - რება მაკენტაიერი დაიკავებს. მასთან ერთად 24-ე სეზონის კონკურსანტებს შორის საუკეთესო ხმას ჯონ ლეჯენდი, გვენ სტეფანი და ნილ ჰორანი აღმოაჩენენ.
The Voice-ის ახალი სეზონი სტარტს 25 სექტემბერს, NBC-ზე აიღებს, მომდევნო დღიდან კი სტრიმები Peacock-ის პლატფორმაზე განთავსდება. შოუ ტრადიციულად ბრმა კასტინგებით დაიწყება, სადაც ათობით მონაწილეს შორის ქართველ ნინი ბრეგვაძესაც ვიხილავთ.
Cat’s out of the bag!! Tune in starting 9/25 at 8P ET/ 7P CT to see how I do on The Voice!!! - წერს ინსტაგრამის პოსტში ნინი.