#კულტურა #ცნობილები #კინო #სილამაზე

ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების შესახებ სერიალს გადაიღებენ

გაზიარება:

XX საუკუნის საკულტო ფიგურის, სილამაზის მარადიული კერპისა და ჰოლივუდის მშვენების, ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების შესახებ სერიალს გადაიღებენ. პროექტი უკვე მზადების პროცესშია და მის სცენარზე The Good Wife-ის მწერალი და პროდიუსერი ჟაკლინ ჰოიტი მუშაობს, სერიალის მიღმა კი The Young Pope-სა და My Brilliant Friend-ის შემქმნელი კომპანიები Wildside და Fremantle დგანან.

მართალია, პროეტქი უკვე მზადების პროცესში ჩაეშვა, თუმცა Audrey-ის მთავარი როლის შემსრულებლის, თავად ოდრი ჰეპბერნისთვის ქასთინგი ჯერაც არ გამოცხადებულა, შესაძლოა შოუს შემქმნელებს უკვე ჰყავთ ერთი შეუცვლელი მსახიობი, რომელსაც სატელევიზიო სერიალში ოდრის როლზე განიხილავენ, სხვა შემთხვევაში ამ როლის მოსარგებად, უდავოდ, ხალხმრავალ ქასთინგს უნდა ველოდოთ.

ცნობილია, რომ ჟაკლინი ჰოიტი ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების შესახებ მეტი დეტალის შესატყობად და მისი სხვა კუთხით დასანახად, ოდრის შვილთან ლუკა დოტისთან, ფსიქიატრ ანდრეა დოტისთან, რომელზეც ჰეპბერნი 1969-1982 წლებში იყო დაქორწინებული, და ჟურნალისტ ლუიგი სპნოლასთან ერთად მუშაობს.

დოტი და სპინოლა უწინ 2015 წელს გაერთიანდნენ, როდესაც სამყარომ ბესთსელერი წიგნი Audrey at Home: Memories of My Mother's Kitchen იხილა, კრებული ოდრის კულინარიული სიყვარულისა და მისი უცნობი ფოტოების შესახებ.

ზევით