ოლივია უაილდის სამადლობელი პოსტი ჰარი სთაილსს და წყვილის ურთიერთობის ქრონოლოგია

გაზიარება:

ცნობილი მსახიობი ოლივია უაილდი ამ პერიოდში საკუთარ თავს რეჟისორის ამპლუაში ცდის და კარიერის უმნიშვნელოვანეს პროექტ Don't Worry Darling-ზე მუშაობს. ფილმში მთავარ როლებს ფლორენს პიუ და კრის პაინი ასრულებენ, რამდენიმე თვის წინ სამსახიობო გუნდს, One Direction-ის ყოფილი წევრი ჰარი სთაილსიც შეუერთდა, რომლის გამოჩენასაც გადასაღებ მოედანზე დიდი სკანდალი მოჰყვა და ის დღემდე გრძელდება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Olivia Wilde (@oliviawilde)

ოლივია უაილდმა ჰარის სამადლობელი წერილი მიუძღვნა Instagram-ზე, შავ-თეთრი ფოტოს აღწერაში, რეჟისორმა დაწერა: "ნაკლებად ცნობილი ფაქტი: მამაკაცი მსახიობების უმრავლესობას არ სურთ მეორეხარისხოვანი როლის შესრულება ქალი რეჟისორის ფილმში. ინდუსტრიამ ისინი იმ აზრით აღზარდა, რომ ეს ფაქტი მათ რაღაც მხრივ აკნინებთ. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Olivia Wilde (@oliviawilde)

ძალიან რთულია იმ მამაკაცი მსახიობის პოვნა, რომელსაც გააზრებული აქვს, რატომ უნდა ითამაშოს იმ ფილმში, რომელშიც ძალაუფლება ქალის ხელშია

შესაძლოა, ეს პოსტი უბრალოდ სამადლობელ წერილად მოგეჩვენოთ, თუმცა ზემოთ ხსენებული სკანდალიც სწორედ აქ იმალება, ოლივია უაილდი და ჰარი ისთაილსი უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან.

ყველაფერი კი ასე მოხდა...

ჰარი სთაილსმა Don't Worry Darling-ში, მსახიობი შაია ლებაფი ჩაანაცვლა, რომელსაც გადაღებების განრიგი არ აკმაყოფილებდა. ოლივია უაილდს ისე გაუხარდა ჰარის დათანხმება, რომ გამარჯვების ცეკვაც კი შეასრულა. სთაილსის გადასაღებ მოედანზე გამოჩენიდან რამდენიმე კვირაში ოლივია უაილდი საქმროს და თითქმის ათწლეულის პარტნიორ ჯეისონ სუდეიკის დაშორდა, რასაც ტაბლოიდების ჭორები და გაუთავებელი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, იმის თაობაზე, რომ ჰარი და ოლივია ერთმანეთს ხვდებოდნენ.

ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც ტაბლოიდები ნამდვილად არ ცდებოდნენ, ჰარი სთაილსმა და ოლივია უაილდმა ურთიერთობა ძალიან მალე დაიწყეს და სულ რამდენიმე თვეში, ქორწილისკენ მიმავალი ხელჩაკიდებული წყვილის ფოტოებიც ვიხილეთ. ჰარისა და ოლივიას ახალი ურთიერთობის შესახებ კომენტარი ჯერაც არ გაუკეთებიათ, თუმცა უაილდის Instagram პოსტიდანაც მარტივად შეიძლება იმის თქმა, რომ ის ჰარით, უბრალოდ აღფრთოვანებულია.

ზევით