#ცნობილები #მოდა

„ოქროს გლობუსის“ 2021 წლის წითელი ხალიჩა და საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები

გაზიარება:

დიდხანს ნანატრი წუთებიც დადგა! დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კიდევ ერთხელ გავხდით გლამურული წითელი ხალიჩის, თვალისმომჭრელი ჩაცმულობებისა და გასაოცარი ბიუთი ლუქების თვითმხილველნი. ჩვენი დროით გამთენიისას, ლოს-ანჯელესში, რიგით 78-ე „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩასა და საჯარო გამოჩენას მონატრებულმა ცნობილებმა, რასაკვირველია, ძალები არ დაიშურეს და საუკეთესო ლუქები შემოგვთავაზეს.

ყველაფერი ჩვეულ რიტმს ჯერაც ვერ დაუბრუნდა, 2021 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიამ სოციალური დისტანცირებით ჩაიარა. წითელ ხალიჩაზე, უამრავი ცნობილი ადამიანისა და ფოტოგრაფების ერთდროულად ხილვის ნაცვლად, სელებრითების ნაწილმა სახლიდან გამოჩენა ამჯობინა, მეორე ნაწილი კი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის წითელ ხალიჩაზე იწონებდა თავს ორმეტრიანი დისტანციით.

არა ერთი დაბრკოლების მიუხედავად, „ოქროს გლობუსის“ წითელი ხალიჩა ნამდვილ გამონათებას ჰგავს, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა თუ რატომ გვიყვარს ეს მოდური გამოსვლები ასე ძალიან. წარმოგიდგენთ, გასული ღამის საუკეთესო ჩაცმულობებს.

ანა ტეილორ-ჯოი - Dior

Anya Taylor Joy Golden Globes 2021

ელ ფენინგი - Gucci

Elle Fanning

მარგო რობი - Chanel

Margot Robbie

რეჯინა კინგი - Louis Vuitton

Regina King Golden Globes 2021

ქეით ჰადსონი - Louis Vuitton

Kate Hudson

ანდრა დეი - Chanel

ამანდა სეიფილდი - Oscar de la Renta

ემა კორინი - Miu Miu

Emma Corin Golden Globes 2021

ნიკოლ კიდმანი - Louis Vuitton

ლილი კოლინსი - Saint Laurent

ვაიოლა დევისი - CK

რენე ზელვეგერი - Giorgio Armani

ჯილიან ანდერსონი - Dior

Gillian Anderson Golden Globes 2021

ზევით