#კულტურა #კინო

Outlander მე-6 სეზონით გვიბრუნდება: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

გაზიარება:

დროში მოგზაურობის დროა! ჩვენი საყვარელი სერიალი ეკრანებზე სულ მალე დაგვიბრუნდება. დაიანა გაბალდონის წიგნების სერიის კინოადაპტაცია Outlander, The Starz-ის ეთერში ახალი, მეექვსე სეზონით გვიბრუნდება. პანდემიის მიუხედავად სერიალის გადაღებები განახლდა და ჩვენც, Outlander-ის ერთგულ გულშემატკივრებს ერთი სული გვაქვს ყველა დეტალი შევიტყოთ, რომელთა მცირე ნაწილიც უკვე ცნობილია.

რომელ წლებში მიმდინარეობს მოქმედება?

Outlander-ის ყურებისას ჩვენ არ ვსვამთ შეკითხვას რა? ან რატომ? - ერთადერთი რაც გვაინტერესებს ეს არის როდის? დროში მოგზაურობის შესანიშნავი სერიალის ბოლო სერიაში მოქმედებები 1755 წელს ვითარდებოდა და სწორედ აქედანვე გაგრძელდება ახალი სეზონიც. ამერიკას კარს რევოლუცია მისდგომია, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ კლერმა იცის, არც კოლონისტებს და არც ბრიტანელებს ჰორიზონტზე გამოჩენილი რევოლუციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ამ პერიოდში, სასურველია ფრეიზერების კლანმა სადავეები საკუთარ ხელში აიღოს და მომავლის ცოდნა საჭიროებისამებრ გამოიყენოს.

სად მიმდინარეობს ახალი სეზონის გადაღებები?

როგორც სერიალის გადამღები ჯგუფი გვატყობინებს, Outlander-ის მეექვსე სეზონის გადაღებები შოტლანდიაში მიმდინარეობს. პანდემიის პირობებში და განსაკუთრებული სიფრთხილის ფონზე მსახიობები შემოქმედებით გუნდთან ერთად "ახალ სამყაროს" სწორედ შოტლანდიიდან გაგვაცნობენ.

როდის შედგება ახლი სეზონის პრემიერა?

სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი ჩვენთვის უცნობია. Outlander-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა მეთიუ ბ. რობერტსმა Elle-სთან საუბრისას განმარტა, რომ მათ განსაკუთრებით ექსტრემალურ პირობებში უწევთ ახალი სეზონის გადაღება. ყოველდღიურად გადასაღებ მოედანზე covid 19-ის ტესტირება მიმდინარეობს, რათა სამსახიობო და შემოქმედებითი გუნდი მაქსიმალურად იყოს დაცული კონორავირუსისგან. სანამ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდის, მეთიუ იმედოვნებს, რომ ახალი სეზონის პრემიერა 2022 წლის დასაწყისში შედგება და მასთან ერთად ჩვენც დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს ხელს არაფერი შეუშლის.

ზევით