#ცნობილები

პერის ჰილტონი და კარტერ რუმი დაინიშნენ

გაზიარება:

პერის ჰილტონმა ვალენტინობის დღე დანიშნულიქალის ამპლუაში გაატარა. ჰილტონმა და მისმა საქმრომ კარტერ რუმიმ ექსკლუზიურად, Vogue-თან საუბრისას გაამხილეს, რომ 13 თებერვალს დაინიშნენ. რუმმა საყვარელ ქალს ხელი პრივატულ კუნძულზე მოგზაურობისას სთხოვა და პერისის პასუხმაც არ დააყოვნა.

კარტერ რუმმა პერის ჰილტონისთვის ბრილიანტის ბეჭედი შეარჩია და ხელის თხოვნის მომენტში ცალი მუხლიც მოიყარა, წესისამებრ, თეთრ მბზინავ კაბაში გამოწყობილმა პერისმა, ხელის თხოვნის შეთავაზება მიიღო და საქმროს გადაეხვია. ემოციური კადრები ჰილტონმა სოციალურ ქსელშიც გაგვიზიარა, თბილი წარწერით:

როდესაც შენს მონათესავე სულს პოულობ, ამის შესახებ არ იცი, ამას უბრალოდ გრძნობ. ქვეყნად არავინაა მისი მსგავსი, მე მასთან მთელი ცხოვრების გატარება მსურს.

Vogue-თან საუბრისას პერისმა განმარტა, რომ ის ცხოვრების ახალი თავის დასაწყებად მზადაა, რადგან გვერდით საუკეთესო პარტნიორი ჰყავს. კარტერმა კი აღიარა, რო პერისის გაცნობა პირველივე პაემანზე მოახერხა და მასში საოცრად ჭკვიან, კეთილსა და საოცარ ქალს ხედავს.

ჩვენი ურთიერთობა თანასწორობაზეა აგებული. ჩვენ ერთმანეთს უკეთეს ადამიანებად ვაგრძნობინებთ თავს, ის (კარტერი) ლოდინად უდავოდ ღირდა.

პერის ჰილტონმა ნიშნობის დღის ამსახველი ფოტოები საკუთარ პირად გვერდზე ParisHilton.com-ზეც  გაავრცელა, ხოლო მისი პოდკასტი, რომელიც 22 თებერვალს გავა ეთერში, უდავოდ ნიშნობის მეტ დეტალს გაგვიმხელს.

ზევით