#მოგზაურობა #საზოგადოება #nankakikalia

ფერადი კენჭების მხარე

გაზიარება:

ავტორი: ნანკა კიკალია

 

აფხაზეთი ბევრისთვის  გემრიელ ქვიშაზე მოდუღებულ ყავასთან, შოკოლადის ნაყინთან, ნართას ხაჭაპურთან, ბედნიერ და ლაღ ბავშვობასთან და კამკამა ზღვასთან ასოცირდება, ზოგისთვის კი უბრალოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა, რომელიც ფოტოებიდან უნახავს მხოლოდ. ჩემთვის აფხაზეთი ფერადი სიზმარია, სადაც ყოველ ჯერზე დელფინებიან საზღვაო კოსტიუმში გამოწყობილი, ზღვის სანაპიროზე ვბრუნდები და ფერად კენჭებს ვაგროვებ. ბავშვობაში სულ მიკვირდა თუ რატომ ერქვა შავ ზღვას „შავი ზღვა“, ის ხომ ასეთი კამკამა და ლაჟვარდოვანი იყო, სანაპიროზე მიმოფანტული ფერადი კენჭებით.

ზევით