#ცნობილები

პოლ უოკერის ქალიშვილი მედოუ უოლკერი და ლუის ტორნტონ-ალანი დაქორწინდნენ

გაზიარება:

Fast and Furious-ის მსახიობის და ყველასათვის საყვარელი პოლ უოკერის ქალიშვილი ის პატარა ცისფერთვალება გოგონა აღარაა, ყველას რომ გვახსოვს, მედოუ რეინ უოლკერი  @paulwalkerfdn-ის დამფუძნებელი და @everyonesinvited-ის ამბასადორი სულ რამდენიმე დღის წინ რჩეულზე ლუის ტორნტონ-ალანზე დაქორწინდა.

იცით რომელია ყველაზე ემოციური მომენტი მედოუს ქორწილის? - როდესაც მას საკურთხევლამდე საყვარელი ნათლია და გარდაცვლილი მამის საუკეთესო მეგობარი ვინ დიზელი მიაცილებს.

მედოუმ და ლუისმა მათი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის, ზღვისპირა ლოკაცია შეარჩიეს, ულამაზესი ხედებით, ქორწილი მოკრძალებული გახლდათ, მას მხოლოდ წყვილის ნათესავები და უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ. ულამაზეს მედოუს ელეგანტური საპატარძლო კაბა ამშვენებდა მოდის სახლ Givenchy-სგან, ლუისს კი კლასიკური შავი კოსტუმი ჰქონდა შერჩეული.

მეტად ზღაპრული ცერემონია ვერც წარმოგვედგინა, გულწრფელად რომ ვთქვა, ის ძალიან მარტივი იყო. მე და ლუისმა დასაწყისიდან ზუსტად ვიცოდით რა გვსურდა - მედოუ რეინ უოლკერი. 

საქორწინო ცერემონიის შემდეგ სტუმრებმა და ახალდაქორწინებულებმა ულამაზეს წვეულებაზე გადაინაცვლეს, რომელიც სავსე იყო ბედნიერი მომენტებით და ღიმილით. 

ზევით