პრიანკა ჩოპრა მოულოდნელ ხელის თხოვნასა და დისტანციურ ქორწინებაზე

მის მსოფლიო 2000, ცნობილი ინდოელი მსახიობი და მომღერალი პრიანკა ჩოპრა ჯონასი ბრიტანული ELLE-ს გარეკანს ამშვენებს. პრიანკას ედითორიალის მთავარი თემა, მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგონად გახდომის შემდეგ განვლილი გზა აღმოჩნდა. 20 წელზე მეტი გავიდა, ჩოპრა კი განვითარებას, მუდმივად წინ სვლას დღემდე არ წყვეტს. ამ ხნის განმავლობაში პრიანკა ბოლივუდის დედოფლად მოგვევლინა, წარადგინა მუსიკალური ალბომი, დაიპყრო ამერიკა, Instagram-ის 60 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და რაც მთავარია, ცხოვრების სიყვარული იპოვა.

ნიკ ჯონასისა და პრიანკა ჩოპრას ურთიერთობა მალევე დაიწყო და კიდევ უფრო მალე განვითარდა. სულ რამდენიმეთვიანი შეხვედრების შემდეგ, ნიკმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა, პასუხმაც არ დააყოვნა და 2018 წელს ყველანი, ორი გრანდიოზული ქორწილის მომსწრენი გავხდით, სადაც, ამერიკული და ინდური კულტურა გადაიკვეთა.

"სულ რაღაც ორი თვე იყო გასული. ხელის თხოვნა წარმომედგინა, თუმცა შორეულ პერსპექტივად მესახებოდა. როდესაც ეს მოხდა სრულიად შოკირებული ვიყავი".

ახალდაქორწინებული წყვილისთვის მომავალი ნამდვილ გამოწვევად ჟღერდა და მათ თავი არაჩვეულებრივად გაართვეს. დღეს ნიკი და პრიანკა სამყაროს სხვადასხვა კუთხეში საკუთარ კარიერაზე ფოკუსირებას აგრძელებენ, ერთმანეთს კი სამ კვირაში ერთხელ ხედავენ.

სადაც არ უნდა ვიყოთ, თვეში ერთხელ, რამდენიმე დღით ერთმანეთს უპირობოდ ვნახულობთ. ეს ჩვენი ქორწინების პირველი პირობა იყო, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია.

ზევით