#ცნობილები #სამეფო ოჯახი

პრინც ჰარი ერთდროულად ორ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნა

გაზიარება:

სამეფო ოჯახის უმაღლესი რანგის წევრობაზე უარის თქმისა და ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ, პრინცი ჰარი გამოწვევებს და ჩვეულებრივი მოკვდავის ცხოვრებას არ უშინდება და სამსახურს ეძებს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ჰარიმ ერთდროულად არა ერთი არამედ ორი საქმე იპოვა და მოვალეობების შესრულებასაც უმალვე შეუდგება.

პრინცი ჰარი სილიკონის ველის სტარტაპის BetterUp-ის ტექნიკური აღმასრულებელი დირექტორი გახდა, პრინცმა ახალი როლი უკვე მოირგო და ის სტარტაპის პლატფორმიდან მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს, ამავდროულად, ჰარი სტარტაპის პროდუქტების სტრატეგებს შეიმუშავებს და BetterUp-ის მწვრთნელებისთვისა და წევრებისთვის გლობალურ საზოგადოებას შექმნის.

ჩემი მიზანია მენტალურ ჯანმრთელობაზე კრიტიკული შეხედულების გაქარწყლება და ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც ამ თემაზე გულწრფელად და ღიად ისაუბრებენ - განაცხადა ჰარიმ

თუმცა, სასექსის ჰერცოგისთვის ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია საკმარისი არ აღმოჩნდა და პრინცი ჰარი, როგორც ფილანტროპი და ორგანიზაცია Archewell-ის დამაარსებელი, კიდევ ერთ საპასუხისმგებლო პროექტში ჩაერთო, ის Aspen-ის უნივერსიტეტის 6-თვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას და დეზინფორმაციასთან ბრძოლის წევრი გახდება. პროგრამაში პრინცი ჰარის გარდა რუპერტ მერდოკის საცოლე კეტრინ მერდოკი და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ყოფილი პირველი მოადგილე სუ გორდონი მონაწილეობენ.

ზევით