პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მოულოდნელად Zoom-ის შეხვედრას შეუერთდნენ

ახალი წლის პირველი თვის გატარება სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ოჯახურ გარემოში გადაწყვიტეს და მონტესიტოს სახლში, ყველაზე მშვიდი პერიოდი ვაჟ არჩისთან ერთად გაატარეს. პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სიმყუდროვე დიდხნიანი არ აღმოჩნდა, მალევე წყვილი არჩის დაბადების მოწმობიდან მეგანის სახელის გაქრობის სკანდალში გაეხვა, რომელიც ტაბლოიდების არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია. ამჯერად, ჰარიმ და მეგანმა გამოჩენა საკუთარი ნებით ისურვეს და Zoom-ის შეხვედრას მოულოდნელად შეუერთდნენ.

პრინცი ჰარი და მეგანი პოეზიის მოყვარულთა კლუბის შეხვედრას, ყველასათვის მოულოდნელად შეუერთდნენ Zoom-ში და ახალგაზრდებთან ერთად არა ერთ თემაზე ისაუბრეს, მათ შორის პოეზიასა და საყვარელ პოეტებზე. სიახლის შესახებ ცნობილი, ორგანიზაცია Get It-ის Instagram გვერდის მეშვეობით გახდა.

ბავშვებს 45 წუთი ჰქონდათ პრინც ჰარისთან და მეგანთან საურთიერთოდ. ეს სრულიად არარეალური რამ გახლდათ! ყოველ  ახალგაზრდას შეეძლო კითხვის დასმა სასექსის ჰერცოგებისთვის და საყვარელი ლექსის წაკითხვა

საყვარელი პოეტის ამონარიდები პოეზიის მოყვარულთა კლუბის წევრებისთვის თავად მეგანმაც წაიკითხა. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიასთვის 2021 წელს პირველ ოფიციალურ გამოჩენად ითვლება.

ზევით