#ცნობილები #სპორტი #სამეფო ოჯახი #კინო

პრინცი ჰარი და მეგანი Netflix-ზე პირველ მრავალსერიან პროექტს აანონსებენ

გაზიარება:

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მნიშვნელოვანი კონტრაქტის შესახებ სიახლე, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სატელევიზიო არხ Netflix-თან, გასული წლის შემოდგომაზე გავრცელდა, თანამშრომლობა დაიწყო და სულ რაღაც ნახევარ წელიწადში ჩვენ შეგვიძლია კოლაბორაციის კადრებს შევავლოთ თვალი.

სასექსის ჰერცოგებისა და Netflix-ის თანამშრომლობით მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმი იქმნება, რომელიც 2014 წელს, პრინცი ჰარის მიერ დაფუძნებულ მარათონს Invictus Games შეეხება. საერთაშორისო, მულტიდისციპლინური შეჯიბრი ყოფილი და მოქმედი სამხედრო მსახურებისთვის იმართება, რომლებიც სამხედრო სამსახურისა და ბრძოლის დროს დაშავდნენ და უნარშეზღუდულთა სკამებს სამუდამოდ მიეჯაჭვნენ.

დოკუმენტური ფილმის სერიათა მეშვეობით, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ვიხილოთ Invictus Games-ის მონაწილეთა ვარჯიშის პროცესი, აგრეთვე შეჯიბრის შემქმნელთა და ორგანიზატორთა მზადება 2022 წლის საერთაშორისო ტურნისრისთვის, რომელშიც პრინცი ჰარიც იღებს მონაწილეობას.

Netflix-ის ახალი პროექტის შემქმნელებად, ოსკარის მფლობელი დუეტი - ორლანდო ვონ ეინზეიდელი და ჯოანა ნატასეგარა გვევლინებიან, მრავალსერიანი დოკუმეტნტური ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერის მოვალეობას კი თავად პრინცი ჰარი მოირგებს.

ზევით