#მოდა

ქართველი მოდელი ანდრია მაჭარაშვილი FILA-ს სარეკლამო კამპანიაში

გაზიარება:

მსოფლიო სამოდელო ასპარეზზე ქართველი მოდელი გოგოების გარდა, რომლებიც უცხოურმა ბრენდებმა და მოდი სახლებმა შეიყვარეს და ჩვენებებსა და სარეკლამო კამპანიებში ისევ და ისევ იწვევენ, ბიჭებიც აქტიურად მიიკვლევენ გზას. დღეს, Look Modéls Managemént-ის ოფიციალურ გვერდზე სიახლე გავრცელდა იმის შესახებ, რომ ქართველი მოდელი ანდრია მაჭარაშვილი FILA-ს კამპანიაში გამოჩნდა.

ანდრია მაჭარაშვილმა FILA-ს სარეკლამო კამპანიისთვის, ბრენდის ზამთრის კოლექციის ერთეულები - ქურთუკები მოირგო და დათოვლილი მთების პანორამული ხედის ფონზე იპოზიორა.

FILA საუკუნოვანი ისტორიის მქონე სპორტული ფეხსაცმელებისა და ტანსაცმლის ბრენდია, რომლის ამბის თხრობაც 1911 წელს ბიელაში, იტალიაში იწყება ეტორესა და ჯიანსევერო ფილას მიერ. 2003 წელს ბრენდი ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიამ   Sports Brand International-მა შეიძინა და ბრენდის ყველა ფილიალი, გარდა სამხრეთ კორეულისა სწორედ აშშ-დან იმართებოდა. 2007 წელს სამხრეთ კორეულმა ფილიალმა მთლიანად გამოისყიდა FILA და მისი შვილობილი კომპანიები და დღემდე ბრენდს სეულიდან მართავს.

 

ზევით