ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული David Koma-ს ციფრულ ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას

ჩაინიშნეთ - სულ რაღაც 4 საათში, ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის კოლექციის ჩვენება გაიმართება. მსოფლიო პანდემიის ფონზე, ნიუ-იორკის, მილანის, პარიზისა თუ ლონდონის მოდის კვირეულის ჩვენებები ციფრულ ფორმატში მიმდინარეობს, არც David Koma-ს შემოდგომა/ზამთარი 2021 წლის კოლექცის ჩვენება გახლავთ გამონაკლისი. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ დავითის ახალი კოლექციის ჩვენებაში ქართველ მოდელს ეთო მიგრაულს ვიხილავთ.

David Koma-ს Instagram გვერდზე უკვე გამოჩნდა რამდენიმე მოკლე ვიდეო, რომლებიც შემოდგომა/ზამთარი 2021 წლის კოლექციის გამოსვლას აანონსებენ. ერთ-ერთ მათგანში ეთო მიგრაულიც ჩანს, რომელსაც დავითის მინიმალისტური შავი კაბა და ტყავის ხელთათმანები ამშვენებს.

დავით კომახიძის ახალი კოლექციის მთავარი მესიჯი ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ოპტიმიზმის შენარჩუნებისკენ მოწოდებას ჰგავს. როგორც Youtube არხის აღწერაში ვკითხულობთ, მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, ჩვენ იმის მომსწრენიც გავხდით, როგორ სწრაფად შეიცვალა ყველაფერი სამეცნიერო პროგრესის წყალობით, ეს ყველაფერი კი პირველ ყოვლისა იმედს ბადებს, უკეთესი მომავლის იმედს.

ზევით