#ცნობილები #სამეფო ოჯახი

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი სახლიდან მუშაობას აგრძელებენ

გაზიარება:

უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ყველანი გიჟური ყოველდღიურობის მოწმენი გავხდით, სამყარო, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც სახლიდან მუშაობს, არასოდეს ყოფილა ამდენად მისაღები დაჩვეულებრივი მოვლენა. covid 19-ის პანდემიამ სახლებში არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეები, არამედ სამეფო ოჯახის წევრებიც კი გამოკეტა. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი აგრძელებენ დისტანციურად მუშაობას და თავიანთ რესპონდენტებთან საურთიერთოდ ვიდეოზარებს იყენებენ.

კემბრიჯის ჰერცოგებმა პირველი ვიდეო ზარი Ulster University-ის სტუდენტებთან განახორციელეს. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი გულწრფელად დაინტერესდნენ, თუ როგორ ახერხებენ სტუნდენტები პანდემიის პირობებში თან სწავლას და პარალელურად covid 19-ით ინფიცირებულთა დახმარებას. განსაკუთრებული ყურადღება ქეითმა და უილიამმა პირველი კურსის სტუდენტ ებიგეილ მაკგარვის დაუთმეს, რომელიც Tiktok-ზე ვიდეოდღიურს აწარმოებს კონორავირუსის ყოველდღიური ბრძოლის შესახებ.

ვიდეოზარისთვის ქეითმა კლასიკურ ჩაცმულობაზე გააკეთა არჩევანი, კემბრიჯის ჰერცოგინიამ ღია ფერის მაისური და შავი პიჯაკი მოირგო და მათ გაშლილი გრძელი თმა და სამკაულები შეუხამა. რაც შეეხება პრინც უილიამს, ჰერცოგმა პერანგისა და ბორდოსფერი პულოვერის ზემოდან პიჯაკი გადაიცვა და მუქი ფერის ჯინსის შარვალი მოირგო.

კემბრიჯელების ონლაინ გამოჩენა დაემთხვა იმ ჭორების გაჩენას, რომელთა თანახმადაც, ქეითი და უილიამი მეოთხე შვილზე ფიქრობენ. დასავლური გამოცემა Us Weekly-ს ცნობით "მეოთხე შვილი ყოველთვის შედიოდა ქეით მიდლტონის გეგმაში" და ახლაც სწორედ ამ მიზნით ის მკაცრ დიეტაზეა, რათა მომავალმა ორსულობამ იდეალურად ჩაიაროს.

ზევით