#ცნობილები #სილამაზე

რიანა ჩაშავებული უპეების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას გვიმხელს

გაზიარება:

Fenty Beauty სელებრითული ბიუთი ბრენდების სათავეში მოექცა და მისმა წლიურმა ბრუნვამ 555 მილიონ დოლარს გადააჭარბა. რასაკვირველია, მსგავსი პოპულარობით Fenty Beauty აგრძელებს პროდუქციის მუდმივად განახლებას და ბაზარზე უნიკალური სილამაზისა თუ თავის მოვლის საშუალებების წარდგენას. რამდენიმე დღის წინ ბრენდის მფლობელმა და მისმა მთავარმა სახემ რიანამ ჩაშავებული უპეების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება წარმოგვიდგინა.

თვალის საცხი - ერთადერთი საშუალება გამოძინებული იერის შესაქმნელად და თქვენ იცით, რომ მე არასდროს მძინავს

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by badgalriri (@badgalriri)

რიანამ Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც Fenty Beauty-ს ახალი პროდუქტი - თვალის გელ-საცხი გაგვაცნო. მომღერლის მტკიცებით, მისი ეფექტი მომენტალურია და ჩამუქებულ თვალებს მთელი დღის განმავლობაში ებრძვის. პროდუქტის შეძენა მსურველებს ბრენდის ოფიციალურ გვერდზე 12 თებერვლიდან შეეძლებათ, გელ-საცხის ღირებულება 32 დოლარია, ხოლო თუ კი მის შეძენას თვალის მასაჟორთან ერთად გადაწყვეტთ, ფასი 42 დოლარი იქნება.

 

 

FLASH NAP INSTANT REVIVAL EYE GEL-CREAM + EYE MASSAGE TOOL 

ყიდვა

ზევით