#ცნობილები #მოდა

რიანას შავი მონოქრომული სტილი სანტა მონიკაში

გაზიარება:

არავინ იმოსება სავახშმოდ ისე, როგორც ამას რიანა აკეთებს. ყოველ ჯერზე, როდესაც მომღერალი სანტა ბარბარაში მდებარე საყვარელ რესტორან Giorgio Baldi-ს სტუმრობს, დასავლური მედიის მთავარი თემა, სწორედ რირის გამორჩეული ჩაცმულობები ხდება.

რიანა და მისი სტილისტი იალელ ვივერი მიზანმიმართულად აგრძელებენ ფანების გაოცებას, გასულ ღამეს, მომღერალმა საყვარელ ადგილს მიაშურა სავახშმოდ და შავი მონოქრომული ჩაცმულობა შემოგვთავაზა, რომელიც თავისთავად გახდა გავლენიანი გამოცემების მთავარი თემა.

რიანამ Rick Owens’ Drkshdw-ის შავი ჰუდი, მბზინავი ქვედაბოლო სიმეტრიული ჭრილით, გრძელი შავი მოსაცმელი და Bottega Veneta’-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოირგო.

ლუქის გასამდიდრებლად კი რიანამ შავ მონოქრომულ სტილს Kuboraum’-ის X5 სათვალეები და რამდენიმე ბრილიანტის ბეჭედი შეუხამა.

ზევით