#მოგზაურობა

როგორ ვიმოგზაუროთ „მწვანე პასპორტით“ 50-მდე ქვეყანაში?

გაზიარება:

ამ გვირაბის ბოლოშიც კი, მოგზაურებისთვის სინათლე გამოჩნდა და ჯერ ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვალიდურად ცნო, შემდეგ კი ქართველი მოქალაქეების კოვიდ სტატუსის განმსაზღვრელი აპლიკაცია GEORGIA e-Health-იც ჩაეშვა და უნდა ვაღიაროთ, მოგზაურობა ბოლო 2 წლის განმავლობაში ამაზე მარტივი არასდროს ყოფილა.

აპლიკაცია, სახელწოდებით GEORGIA e-Health უკვე ხელმისაწვდომია Iphone-ის მომხმარებლებისთვის App Store-ში, ანდროიდის მომხმარებლებმა კი აპლიკაცია ამ ბმულის მეშვეობით უნდა გადმოწეროთ. მათ, ვინც სმარტფონით არ სარგებლობთ, შეგიძლიათ იუსტიციის სახლს მიმართოთ და „მწვანე პასპორტი“ ბეჭდური ფორმით მიიღოთ.

აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მწვანე სტატუსი ენიჭება იმ მოქალაქეს, რომელიც:

  1. აცრილია კორონავირუსის ვაქცინით
  2. ბოლო 72 საათში ან 24 საათში სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული
  3. ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს კორონავირუსი

„მწვანე პასპორტის“ პრინციპსა და მოქმედების სქემაში გარკვევის შემდეგ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რით გვიმარტივებს ეს საბუთი მოგზაურობას. წიგნაკი, რომელშიც თქვენი კოვიდისტორიაა თავმოყრილი, ყველაზე მნიშვნელოვან საბუთად ითვლება უცხო ქვეყნებისთვის. ნიშნავს კი ეს იმას, რომ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში თავისუფლად ვიმოგზაურებთ?

ასე მარტივადაც არ არის საქმე, მართალია, ჩვენი ციფრული კოვიდ-პასპორტის ერთიანი სივრცე 49 ქვეყანას აერთიანებს, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ თითოეული ქვეყანა, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინაზე განსხვავებულ პოლიტიკას იყენებს.

პირობითად, შესაძლებელია, რომ იყოთ აცრილი ვაქცინით, თუმცა თქვენი დანიშნულების ადგილი და ქვეყანა, რომელშიც მიემგზავრებით არ ცნობდეს ან არასაკმარისად მიიჩნევდეს ამ ვაქცინას, ამ შემთხვევაში შესაძლოა ბუსტერ დოზის დამატება დაგჭირდეთ.

სწორედ ამიტომ, მანამ სანამ სამოგზაურო გეგმას დავსახავდეთ, მნიშვნელოვანია გადავამოწმოთ იმ ქვეყნის პოლიტიკა რომელშიც მივემგზავრებით და არ დაგვავიწყდეს ტრანზიტული ქვეყნების წესების გადამოწმებაც. კოვიდ-წესებისა და უცხოური ქვეყნების პოლიტიკის უკეთ გასაგებად შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს და სასურველი ქვეყნის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ.

რა ხდება საქართველოში დაბრუნების დროს? თუ სამშობლოში საჰაერო გზით ბრუნებით, მაშინ თქვენგან კოვიდპასპორტის წარდგენაც საკმარისია, ხოლო თუ საქართველოს საზღვრის გადმოსაკვეთად სახმელეთო გზას აირჩევთ, მაშინ თქვენ თან უნდა იქონიოთ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხიც.

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

ზევით