როზი ჰანთინგთონ-უაითლმა Gia Couture-თან კოლაბორაციით ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა

როზი ჰანთინგთონ-უაითლის ბრენდი - საკუთარი სტილია, სუპერმოდელის, ბიზნესვუმენისა და დედის ამპლუის გარდა, როზი ინფლუენსერობასაც იდეალურად ითავსებს და მიუხედავად იმისა, არის თუ არა მისი პოსტები დასპონსორებული, ჩვენ მაინც ყველაფრის ყიდვას გვანდომებს რასაც კი მოირგებს.

როზის არ უყვარს პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბარი, ის არასდროს გვახედებს საკუთარ შიდა სამზარეულოში და როგორღაც ამ ყოველივეს მიღმა, სუპერმოდელს Instagram-ზე 12.2 მილიონი, Youtube-ზე კი 201 ათასი გამომწერი ჰყავს. ბუნებრივია, ამ აუდიტორიის ინტერესის სფეროს როზის ყოველდღიური სტილი წარმოადგენს, რომელიც საოცრად დახვეწილი, ელეგანტური, ყოველთვის თანამედროვე და ინდივიდუალურია. 

დროდადრო როზი ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს და აქსესუარებისა თუ ტანსაცმლის ხაზის კოლაბორაციაში იღებს მონაწილეობას, თუმცა ფეხსაცმლის ხაზი, რომელიც სუპერმოდელმა Gia Couture-თან ერთად წარადგინა, მისი სადებიუტო კოლაბორაციაა ამ კუთხით.

ბრენდის ნაწარმს პირველად 18 თვის წინ გავეცანი და Gia Couture-ის ხარისხის დონემ და მასალების მრავალფეროვნებამ, მაშინვე მომხიბლა.

 

როზი ჰანთინგთონ-უაითლი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ როგორც კი Gia Couture-ით მოიხიბლა, მაშინვე დაიწყო ბრენდის ისტორიის შესწავლა და ფლორენციას მიადგა სადაც ყველაფერი დაიწყო. როზი იმასაც აღნიშნავს, რომ მისთვის Gia Couture-ის ხედვა აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა, იმ ფაქტმა კი, რომ ამ ბიზნესის სათავეში ქალები იდგნენ, როზის მთავარი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა.

სუპერმოდელმა Gia Couture-სთვის 4 ფეხსაცმლის დიზაინი შექმნა, მათ შორის არის როგორც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, აგრეთვე სანლდებიც და მათი შეძენა ონლაინ უკვე შესაძლებელია.

 

GIA/RHW Toe Ring Mule

ყიდვა

 

GIA/RHW Strappy Sandal 

ყიდვა

 

GIA/RHW Flat Thong Sandal

ყიდვა 

 

GIA/RHW Flat Thong Sandal

ყიდვა 

ზევით