#ცნობილები #კინო #მოდა

როზი ჰანთინგთონ-უაითლი და ჯეისონ სტეთჰემი მეორე შვილს ელოდებიან

გაზიარება:

როზი ჰანთინგთონ-უაითლის და ჯეისონ სტეთჰემის ოჯახი იზრდება, სუპერმოდელმა Instagram პლატფორმა და სარკეში გადაღებული თვითფოტოები სიახლის მთელი მსოფლიოსთვის გასაზიარებლად გამოიყენა - როზი და ჯეისონი მეორე შვილს ელოდებიან. 

როზიმ ამჯერადაც გაგვიზიარა თავისი დახვეწილი ჩაცმულობის დეტალები და საზაფხულო ლუქები, რომელშიც როზის წამოზრდილი მუცელი ნათლად ეტყობოდა, სიახლე სუპერმოდელს არც აღწერაში დაუმალავს და თამამად განაცხადა, რომ მეორე შვილს ელოდება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Rosie HW (@rosiehw)

როზი ჰანთინთონ-უაითლის და ჯეისონ სტეთჰემს პირველი ვაჟი 2017 წელს შეეძინა, რომელსაც ჯეკ ოსკარ სტეთჰემი დაარქვეს. როზიმ, პირველი ორსულობის სიახლეც Instagram-ის მეშვეობით გაამხილა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Rosie HW (@rosiehw)

იმაზე თუ როგორ შეცვალა დედობამ სუპერმოდელის ცხოვრება, როზი გულახდილად საუბრობს: "შესაძლოა კლიშედ ჟღერდეს, თუმცა ეს არის ყველაზე საოცარი გამოცდილება ცხოვრებაში. ყველაფერი ისეთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, ამ პატარა ადამიანმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა და ახლა მხოლოდ ის არის ჩემი ორიენტირი. თავს განსხვავებულად ვგრძნობ, ყველაფერი შეიცვალა, ეს ნამდვილად ხდება".

ზევით