რუსკა მაყაშვილმა და პატარა კატომ სამშობიარო დატოვეს

24 მაისს, მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი დედა მეორედ გახდა, რუსკასა და მისი მეუღლე სანდრო ნიჟარაძე პატარა კატოს მშობლები გახდნენ. რუსკამ ახალშობილ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამომწერებს, Instagram-ის მეშვეობით მალევე გაუზიარა და გულთბილი მილოცვებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

დღეს კი რუსკამ გამომწერებს ამცნო, რომ მან და კატომ სამშობიარო დატოვეს და ოჯახთან ერთად გადაღებული თბილი ფოტოც გააზიარა. მამა და უფროსი ძამიკო ილია, კატოს სამშობიაროს ეზოში შეხვდნენ და როგორც რუსკამ მოგვიანებით დაწერა, ილიასა და კატოს შეხვედრა ერთი ნახვით შეყვარება გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ კატო ნიჟარაძე, რუსკასა და სანდროს ოჯახში, რიგით მეორე შვილია, წყვილს 3 წლის ილია ჰყავს, რომელსაც საზოგადოება რუსკას პირადი სოციალური სივრციდან კარგად იცნობს.

ზევით