#ცნობილები

სად არიან ტყუპი ოლსენები? მერი ქეითის და ეშლის გასაიდუმლოებული ცხოვრება

გაზიარება:

მანამ, სანამ Avengers-ის მოყვარულები ელიზაბეტ ოლსენს ვანდა მაქსიმოვის როლით შეიყვარებდნენ, მილენიალები ჯერ კიდევ მის უფროს დებს - ტყუპ ოლსენებს მივტიროდით. მერი-ქეითი და ეშლი ოლსენები, რომელთა კარიერაც 7 თვის ასაკში, ცნობილი სიტკომით - Full House დაიწყო, ეკრანებს თინეიჯერობის ასაკში ჩამოშორდნენ და საკუთარი ძალები მოდის ინდუსტრიისკენ მიმართეს.

დები ოლსენები, olsen twins, full house

სად არიან ისინი დღეს?

მიუხედავად იმისა, რომ მერი-ქეითი და ეშლი, რომელთა პირადი ცხოვრებაც ტაბლოიდებისგან შეძლებისდაგვარად გასაიდუმლოებულია, დღეს ამერიკულ მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს - The Row-ს ხელმძღვანელობენ. დებს კამერებთან გამოჩენა არ უყვართ და მეტიც, არც ბრენდთან ასოცირების სურვილი ჰქონიათ.

mary-kate and ashley olsen, the row

თავიდან ვფიქრობდით, რომ საერთოდ არ უნდა გამოვჩენილიყავით. გვინდოდა, წინა ფლანგზე პროდუქტი წამოგვეწია.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი ტყუპები ინტერვიუზე ერთ-ერთ მოდურ გამოცემას დათანხმდნენ, სადაც ძირითადად The Row-ს შესახებ ისაუბრეს. 

the row, ტყუპი ოლსენები, ბრენდი

თუმცა, საზოგადოებას განსაკუთრებით მათი დახურული პირადი ცხოვრება აინტერესებს. მერი-ქეითი წლების მანძილზე საფრანგეთის პირველი პირის ძმას - ოლივერ სარკოზის ხვდებოდა.

მერი ქეით ოლსენი, ოლივერ სარკოზი

წყვილმა 2015 წელს იქორწინა, თუმცა ტაბლოიდების ცნობით, ახალგაზრდა ქალმა განქორწინებაზე სარჩელი 2020 წელს, პანდემიის დროს შეიტანა. განქორწინების საკმაოდ გაწელილი და ხმაურიანი პროცესი 2021 წლის იანვარში დასრულდა.

მერი ქეით ოლსენი, ეშლი ოლსენი

დებთან დაახლოებული წყარო იუწყებოდა, რომ ქმართან განშორების შემდეგ მერი-ქეითი ტყუპ დასთან და რამდენიმე მეგობართან ერთად იზოლაციაში გადავიდა და ყველაზე რთული პერიოდი ნიუ-იორკის მახლობლად, ერთ-ერთ ცნობილ საცხოვრებელ კომპლექსში გაატარა.

ტყუპი ოლსენები, დები

რაც შეეხება ეშლის, ეს უკანასკნელი ამჟამად 33 წლის მუსიკოსს - ლუის ეიზნერს ხვდება. მერი-ქეითისგან განსხვავებით ეშლიმ პირადი ცხოვრების ბოლომდე გასაიდუმლოება მოახერხა. წყვილი ერთად ღონისძიებებზეც კი არ დადიოდა, ამიტომ რომანის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე წლის შემდეგ გაიგო. ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, ეშლი და ლუისი ერთმანეთს 2017 წლიდან მოყოლებული ხვდებიან, მანამდე კი რამდენიმე წლიანი მეგობრობა აკავშირებდათ.

ეშლი ოლსენი, შეყვარებული

დიზაინერი და მუსიკოსი ერთად პირველად 2021 წლის 23 სექტემბერს, ნიუ იორკში გამართულ he YES 20th Anniversary Gala-ზე გამოჩნდნენ.

ეშლი ოლსენი შეყვარებულთან ერთად

ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, ლუისსა და ეშლის საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მერი-ქეითთან და მის ეყოფილ მეუღლესთან და ხშირად ერთად ისვენებდნენ კიდეც.

დები ოლსენები, მერი ქეითი და ეშლი, მოდა

ოლსენის ტყუპები პირადი ცხოვრების გასაიდუმლოებას განაგრძობენ, მანამდე კი მათი ბრენდი ნიუ-იორკის ელიტარულ საზოგადოებაში პოპულარობას არ კარგავს. The Row-ს აქტიურ მომხმარებლებს შორის ანჯელინა ჯოლი, რიანა, ტეილორ სვიფტი, მიშელ ობამა, ზოე კრავიტსი და სხვა ვარსკვლავები არიან, ხოლო ბრენდის ერთ-ერთი სახე, სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდია.

ზევით