#სამეფო ოჯახი

სად გაქრა მეგან მარკლის სახელი არჩის დაბადების მოწმობიდან

გაზიარება:

მეგან მარკლის სახელი, მისი და პრინცი ჰარის პირველი საერთო შვილის, არჩი ჰარისონის დაბადების მოწმობიდან წაშლილია, თუმცა ეს გადაწყვეტილება მეგანის სურვილი სულაც არ ყოფილა, როგორც აქამდე გვარწმუნებდნენ და საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე წარმოგვედგინა, მაშ სად გაქრა მეგანის სახელი?

რამდენიმე დღის წინ დასავლური გამოცემა The Sun იუწყებოდა, რომ მეგან მარკლმა არჩის დაბადების მოწმობიდან საკუთარი სახელის რეიჩელ მეგანის წაშლა თავად გადაწყვიტა, რათა დოკუმენტში მხოლოდ ტიტული მისი სამეფო უდიდებულესობა სასექსის ჰერცოგინია დარჩენილიყო, როგორც ამას პრინცესა დიანა აკეთებდა პრინცების უილიამისა და ჰარის მოწმობებში, თუმცა მალევე მეგანის წარმომადგენელმა ეს განცხადება უარყო და E News-თან კომენტარიც გააკეთა:

საჯარო დოკუმენტში სახელის ცვლილების ინიციატორი 2019 წელს ბუკინგემის სასახლე გახლდათ, ეს არც სასექსის ჰერცოგინიას და არც ჰერცოგის სურვილი არ ყოფილა“.

მეგან მარკლის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას ისიც განაცხადა, რომ  ტაბლოიდების ე.წ ექსპერტებმა გადაწყვიტეს ინფორმაცია მათთვის სასარგებლო რაკურსით შეეფუთათ და ამ გზით დაეგროვებინათ ნახვები, რაც სრულიად უადგილოა ამ რთულ პერიოდში.

2020 წლის გაზაფხულზე სამეფო ოჯახის სკანდალურად დატოვების შემდეგ, მეგანმა და პრინცმა ჰარიმ ვაჟთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება განიძრახეს, მათ ბედი ჯერ კანადაში შემდეგ კი აშშ-ის შტატებში სცადეს. რამდენიმე საცხოვრებელი სახლის გამოცვლის შემდეგ, მეგანმა და ჰარიმ თითქოს სიმშვიდე იპოვეს, თუმცა ინტრიგები სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ცხოვრებაში დღემდე, პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს.

ზევით