#კულტურა #ცნობილები #მოდა

SAG Awards 2021: საუკეთესო ჩაცმულობები ვირტუალური წითელი ხალიჩიდან

გაზიარება:

გასულ ღამეს, კინომსახიობთა გილდიამ, კინოსა და სატელევიზიო სივრცეში შეტანილი წვილილისთვის წლის გამორჩეული წევრები უკვე 27-ედ დააჯილდოვა. ცერემონია, ამჯერადაც ვირტუალურად შედგა და შეიძლება ითქვას, რომ მსახიობების სახლური გლამური 2021 წელს უკვე ჩვეული მოვლენა გახდა. 

წითელი ხალიჩის გაგონებაზე უკვე აღარავის გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ცნობილ ადამიანებს რეალურად ხალიჩაზე ვიხილავთ, თუმცა ალბათ იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ სულ არაფერს, ვირტუალური ხალიჩა  ბევრად ჯობია.

თვალისმომჭრელ ჩაცმულობათა შორის, აუცილებელ აღნიშვნას იმსახურებს ანია ტეილორ ჯოის Vera Wang-ის კაბა და 800 ათას დოლარად შეფასებული Tiffany & Co.-ს სამკაულები, ნიკოლ კიდმანის უმშვენიერესი საგაზაფხულო Armani Privé-ს კაბა და ემა კორინის, კიდევ ერთი არაპრინცესული ლუქი Prada-სგან.

ანია ტეილორ-ჯოი

მსახიობს აცვია Vera Wang-ის კაბა Tiffany & Co.-ს სამკაულებთან ერთად.

ვანესა კირბი

მსახიობმა Givenchy-ს კაბითა და Cartier-ის სამკაულებით გაიბრწყინა.

ჯარედ ლეტო

რა თქმა უნდა, ერთადერთ და განუმეორებელ Gucci-ს იისფერ კოსტუმში.

კერი მულიგანი

მსახიობს Prada-ს შავ-თეთრი კაბა ამშვენებს, ზურგზე ჭრილით.

ნიკოლ კიდმანი

ჰოლივუდის მშვენება Armani Privé-ს ულამაზესი კაბით წარსდგა.

ჯოშ ო'კონორი

მსახიობი წითელ ხალიჩაზე Loewe-ს კოსტუმით გამოჩნდა.

ემა კორინი

პრინცესა დიანას ახალგაზრდა შემსრულებელი Prada-ს კაბით წარსდგა.

ვაიოლა დევისი

ვირტუალურ წითელ ხალიჩაზე ვაიოლა Louis Vuitton-ის კაბით გამოჩნდა.

გლენ ქლოუზი

გლენს უმშვენიერესი Oscar de La Renta-ს ბორდოსფერი კაბა ამშვენებს.

რეგე ჟაენ-პეიჯი

მსახიობი Louis Vuitton-ის კოსტუმით გამოჩნდა.

იურნი სმოლეტი

მსახიობს Zuhair Murad-ის დიდებული კაბა ამშვენებს.

ჰელენ მირენი

მსახიობი Badgley Mischka-ს კონტრასტული კაბით გამოჩნდა.

ჯემი ჩანგი

მსახიობი Oscar de la Renta-ს კაბით და  Edie Parker-ის ხელჩანთით გამოჩნდა.

ები ლი

მსახიობი წითელ ხალიჩაზე, ენტონი ვაკარელოს  Saint Laurent-ის შავი კაბით წარსდგა.

ზევით