სალმა ჰაიეკი Desperado-ს სასიყვარულო სცენის გადაღების ტრავმულ გამოცდილებაზე ალაპარაკდა

ტრავმული სასცენო გადაღებების შესახებს საუბარი გვიანი არასდროსაა, არც მაშინ, თუ კი ამ ფაქტის შემდეგ 26 წელი გავიდა, გამოცდილებები ხომ ყოველთვის ადამიანთან რჩება, აი მომდევნო თაობის მსახიობმა ქალებმა კი უნდა იცოდნენ, რომ ბუნებრივია თუ კი რაღაც მომენტში თავს ცუდად იგრძნობენ.

ცნობილი მსახიობი სალმა ჰაიეკი საკუთარ ტრავმულ გამოცდილებაზე სულ ახლახანს ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ ფილმ Desperado-ს სასიყვარულო სცენების გადაღება, რომელსაც სალმა ანტონიო ბანდერასთან ერთად იღებდა, იმდენად რთული გადასაღები იყო, რომ მსახიობი განუწყვეტლივ ტიროდა. ჰაიეკმა განმარტა, რომ ფილმის სცენარში, მსგავსი სცენის შესახებ ნახსენები არ იყო, ის რეჟისორ რობერტ როდრიგესს გადაღების პროცესში დაებადა და სალმაც გაუაზრებლად დათანხმდა.

ანტონიო საოცარი ჯენტლმენი იყო და ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით, თუმცა ის საოცრად თავისუფალიც გახლდათ და მე ეს თავისუფლება მაბნევდა, იმდენად რომ ტირილიც კი დავიწყე სირცხვილისგან

მართალია, სალმასთვის ამ სცენის გადაღება საოცრად ტრავმული აღმოჩნდა, თუმცა ის ამ სიტუაციაში არც ფილმის რეჟისორ რობერტ როდრიგესს და არც საკუთარ მეწყვილეს ანტიონიო ბანდერასს არ ადანაშაულებს. როგორც ჰაიეკი განმარტავს, მათგან ზეწოლას წამითაც არ გრძნობდა და რობერტი და ანტონიო ამ წუთებში მხოლოდ ამნევებდნენ.

მაშინ მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, ამ სცენას ხომ მამაჩემი და ჩემი ძმაც ნახავდნენ. ეს მომენტი მამაკაცებისთვის უცნობია, მათ ნახავენ მამები და მათით აუცილებლად იამაყებენ.

ზევით