#სამეფო ოჯახი

სამეფო ოჯახი პრინცი ფილიპის უცნობ ფოტოებს გვიზიარებს

გაზიარება:

დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე და ცხოვრების თანამგზავრი, პრინცი ფილიპი გასულ კვირას 99 წლის ასაკში გარდაიცვალა, ედინბურგის ჰერცოგს 17 აპრილს დაკრძალავენ, მანამდე კი სამეფო ოჯახისთვის ყოველი დღე პრინცთან ასოცირდება.

სამეფო ოჯახის Instagram გვერდზე, პრინცი ფილიპის უცნობი ფოტო გამოჩნდა, დედოფალ ელისაბედ II-სთან და მათ შვიდ შვილთაშვილთან ერთად გადაღებული. იშვიაში კადრი 2018 წლით თარიღდება და  როგორც აღმოჩნდა კამერის მიღმა თავად კემბრიჯის ჰერცოგინია - ქეით მიდლტონი იდგა.

დედოფალთან და ედინბურგის ჰერცოგთან ერთად ფოტოსურათზე კემბრიჯის ჰერცოგების სამი შვილი: პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი, აგრეთვე ზარა ტინდალის გოგოები - ლენა და მია ტინდალები, პიტერ ფილიპის ქალიშვილები - სავანა და ისლა ფილიპები არიან გამოსახული.

გამომდინარე იქედან, რომ ფოტოსურათი 2018 წლით თარიღდება, მასზე დედოფალ ელისაბედ II-სა და პრინცი ფილიპის კიდევ 3 შვილთაშვილი ჯერაც არ არის აღბეჭდილი, რადგან ისინი  მოგვიანებით მოევლინნენ სამყაროს.

შეგახსენებთ, რომ პრინც ფილიპს უინძორის სასახლიდან წმინდა ჯორჯის ეკლესიაში 17 აპრილს გადაასვენებენ, ცეერემონია საზოგადოებისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართება. კოვიდ პანდემიის პირობებში, ეკლესიაში ყოფნის საშუალება სამეფო ოჯახის მხოლოდ 30 წევრს  მიეცემა, თუმცა, იმისათვის, რომ ბრიტანეთის მოსახლეობამ საყვარელ პრინც ფილიპს საკადრისი პატივი მიაგოს, ცერემონია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.

ზევით