#ცნობილები #მოდა

სარა ჯესიკა პარკერის 10 ჩაცმულობა 90-იანი წლებიდან, რომლებიც დღესაც აქტუალურია

გაზიარება:

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სარა ჯესიკა პარკერის სახელი ქერი ბრედშოუს პერსონაჟთან არ ასოცირდებოდა, მსახიობი 80-90-იანი წლების სტილის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი, სარას გარდერობის ერთეულები, შესაძლოა 2021 წლის ყველაზე ტრენდულ სამოსს, სილუეტებსა და ტენდენციებს თამამად იმეორებდეს, თუმცა პარკერის ინდივიდუალური გემოვნება და მისი რევოლუციური ხედვები აღნიშვნას აუცილებლად იმსახურებენ.

წარმოგიდგენთ სარა ჯესიკა პარკერის 10 ჩაცმულობას 90-იანი წლებიდან, რომლებიც დღესაც აქტუალურია:

1. ბერმუდის შორტები

ბერმუდის შორტები თანამედროვე მოდის ტენდენციებში გასულ წელს გამოჩნდა, თუმცა ნაკლები პოპულარობით არც ამ ცხელ სეზონზე ისარგებლებს. ამ სტილის შორტები Tod's, Alexander Wang, Acne Studios, Bottega Veneta, Chanel-სა და სხვა ცნობილი ბრენდების ჩვენებებში დიდი რაოდენობით ვიხილეთ, მაშინ, როდესაც, სარა ჯერსიკა პარკერი მათ, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ატარებდა.

2. კოვბოური სტილის ჟაკეტი

მას შემდეგ რაც, ბოლო რამდენიმე წელია კოვბოური სტილის ფეხსაცმელი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, მოდის ტენდენციებში ამავე სტილის სხვა სამოსიც გამოჩნდა, მათ შორის ჟაკეტები და კოვბოური შარვლები.

3. დიდი ზომის მოსაცმელი

შავი, კლასიკური სტილის დიდი ზომის მოსაცმელი ის ნივთია, რომელიც ყველა გემოვნებიანი ქალის გარდერობში უნდა მოიძებნებოდეს. სარა ჯესიკა პარკერს მსგავსი სტილის მოსაცმელი ჯინსის შარვალთან, თეთრი ფერის კედებთან და ვარდისფერ ხელჩანთასთან ერთად ემოსა.

4. შავი ლეგინგსები

იოგისა თუ სპორტდარბაზის ლეგინგსების მორგება, მხოლოდ ვარჯიშის დროს როდი შეგვიძლია, სპორტული სამოსი დიდი ხანია ყოველდღიური სტილის განუყოფელი ნაწილი გახდა და IT გოგოებსა თუ მოდის ბლოგერებს ხშირად ვხედავთ სწორედ ლეგინგსებში გამოწყობილებს კონტრასტული სტილით.

5. თეთრეული გამოსაჩენად

1987 წელს სარა ჯესიკა პარკერმა მცირე მოდის რევოლუცია მოახდინა, როდესაც შავ პიჯაკთან მხოლოდ და მხოლოდ თეთრეული მოირგო, ათწლეულების შემდეგ ეს ტრენდი მოდის ტენდენციებს შორის დაბრუნდა.

6. სვიტერი შარფის ნაცვლად

კიდევ ერთი უცნაური, თუმცა საოცრად ესთეტიკური ტრენდი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პოპულარობით სარგებლობს, სარა ჯესიკა პარკერმა 80-იან წლებში საკმაოდ პომპეზურად მოირგო.

7. რამდენიმე ღილზე შეკრული პერანგი

როდესაც სარა ჯესიკა პარკერი 1994 წელს ფილმის პრემიერის წითელ ხალიჩაზე მხოლოდ რამდენიმე ღილზე შეკრული პერანგით გამოჩნდა, ეს ნამდვილად ახალი სიტყვა იყო სტილის სამყაროში. 2019 წელს ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ტრენდი საიმონ ჟაკმუსმა დააბრუნა თანამედროვე მოდაში.

8. ტყავის შავი მოსაცმელი

ჯერ კიდევ 1994 წელს, სარა ჯესიკა პარკერმა იცოდა, რომ ტყავის შავი მოსაცმელი, რომელიც დღესაც მოდური გოგოების საყვარელი ერთეულია, აუცილებლად იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული სამოსი გემოვნებიანი გოგოების გარდერობში.

9. ცხოველური პრინტები

შეიძლება ითქვას, რომ ცხოველური პრინტები მოდიდან არც არასოდეს გადასულა, თუმცა სარას ეს ნიანგის პრინტიანი ტოპი, ცალი მხრით აღნიშვნას და დაფასებას ნამდვილად იმსახურებს.

10. აბრეშუმის კაბა

და ბოლოს, წარმოგიდგენთ სარა ჯესიკა პარკერის აბრეშუმის გრძელ კაბას, ფერადი პრინტებით. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ აბრეშიმის ქსოვილი, ბოლო 3 წლის განმავლობაში ასპარეზზს არავის და არაფერს უთმობს და ყოველი სეზონის must have ერთეულებს გვთავაზობს.

ზევით