#ცნობილები #სილამაზე #მოდა

ვარცხნილობისა და მაკიაჟის ძალა SAG Awards-ის ცერემონიიდან

გაზიარება:

დაჯილდოებების სერიის მანძილზე, რომელიც ოქროს გლობუსსა და გრემისაც აერთიანებდა, კინოში, სატელევიზიო თუ მუსიკალურ სივრცეში მოღვაწე ქალების არა ერთი შთამბეჭდავი ჩაცმულობა და ბიუთი ლუქები ვიხილეთ, გუშინდელი საღამო და SAG Awards გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა.

არატრადიციულ ფორმატში გამართულმა წითელმა ხალიჩამ, თვალისმომჭრელი ვარცხნილობები და მაკიაჟი წარმოგვიდგინა, ასე მაგალითად კერი ვაშინგტონმა გადაწყვიტა მაკიაჟი და სამოსი ერთმანეთისთვის შეეხამებინა, ემა კორინმა ყველას მოკლე ბობის შეჭრა მოგვანდომა, ვანესა კირბიმ კი შეგვახსენა რა ძალა აქვს წითელ ტუჩსაცხს.

კერი ვაშინგტონი

კერის საოცნებო იასამნისფერი თვალის მაკიაჟი იდეალურ სინთეზში იყო მისსავე ჩაცმულობასთან, სადა დახვეწილი და საოცრად გლამურული ლუქით ქერიმ სოციალურ ქსელში არა ერთი ფოტოსურათი გაგვიზიარა, მათ შორის ისეთები, რომლებშიც მსახიობის მაკიაჟი და ფრჩხილის ლაქი დეტალურად ჩანს.

ლილი კოლინსი

სისადავით გამორჩეული სახიობის სტილისტმა არჩევანი ამჯერადაც ნაზ, დახვეწილ სტილზე შეაჩერა, ლილის სწორი, შუაზე გაყოფილი, ყურებზე გადაწეული სწორი თმა და მსუბუქი მაკიაჟი ამშვენებდა.

იურნი სმოლეტი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსახიობმა Sag Awards-ის მთელი ყურადღება მოიპარა, Zuhair Murad-ის ზღაპრულ კაბაში გამოწყობილმა სმოლეტმა, უკან გადაწეული ბობ ვარცხნილობა და თვალებზე შავი ლაინერით შესრულებული მაკიაჟი შემოგვთავაზა.

ემა კორინი

ემას არაპრინცესული სტილის გაგრძელება - ახალგაზრდა მსახიობმა Prada-ს კაბასთან მკვეთრ მაკიაჟზე უარი განაცხადა, თუმცა კომპენსაციისთვის იმდენად იდეალური მოკლე ბობ ვარცხნილობა შემოგვთავაზა, რომ ყველანი წამით, ვარცხნილობის შეცვლაზე დაგვაფიქრა.

ვანესა კირბი

მსახიობის მეიქაფ არტისტმა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ბიუთი ლუქი შემოგვთავაზა გასული საღამოდან, გადაწეული თმითა და მსუბუქი თვალის მაკიაჟით მთელი აქცენტი ვანესას მუქ წითელ ტუჩსაცხზე იყო გაკეთებული.

ელ ფენინგი

მართალია, ელი საუკეთესოდ ჩაცმულ ცნობილებს შორის ვერ მოხვდა, თუმცა მისმა 60-70-იანი წლებით შთაგონებულმა ვარცხნილობამ და მაკიაჟმა ყურადღება ნამდვილად მიიპყრო. ფენინგმა მკვეთრი თვალის მაკიაჟი შემოგვთავაზა შავი ლაინერით, ტუჩებზე ატმისფერი ტუჩსაცხი მოირგო, თმა კი გაშლილი და ოდნავ არეული წარმოგვიდგინა.

ანია ტეილორ-ჯოი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანია 2021 წლის დაჯილდოებების ყველაზე დიდი მოვლენაა, მსახიობი წითელ ხალიჩებზე ისევე კაშკაშებს, როგორც მისი ამჟამინდელი კარიერა. გუშინ, მსახიობმა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბიუთი ლუქი შემოგვთავაზა, ჰოლივუდური ვარცხნილობითა და ატმისფერი ტუჩსაცხით.

ზევით