#ცნობილები #კინო

სკარლეტ იოჰანსონი დედა მეორედ გახდა

გაზიარება:

36 წლის მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი დედა მეორედ გახდა, მას და მის მეუღლეს კოლინ ჯოსტს კი პირველი საერთო შვილი შეეძინათ. კოლინმა სიახლის გასაზიარებლად Instagram-ის პლატფორმა გამოიყენა და მეგობრებსა თუ გამომწერებს ოჯახის ახალი წევრის სქესი და სახელიც გაუმხილა.

დიახ, დიახ, ჩვენ ვაჟი შეგვეძინა, მისი სახელია - კოსმო. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს, ახლა ყველაზე მეტად პრივატულობას ვაფასებთ, ამიტომ ყველა კითხვით ჩვენს წარმომადგენელს მიმართეთ.

სკარლეტ იოჰანსონის ორსულობის შესახებ ცნობილი სულ რამდენიმე თვის წინ გახდა, მსახიობმა სიახლის დამალვა მთელი სამყაროსგან საგულდაგულოდ მოახერხა, ახლა კი სკარლეტი მეორე შვილს ზრდის. იოჰანსონს, რომენ დურიაკთან ქორწინებაში ქალიშვილი ჰყავს, როუზ დოროთის 4 სექტემბერს 7 წელი უსრულდება.

სკარლეტი და კოლინი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2006 წელს შეხვდნენ, იმ დროს იოჰანსონი კოშ ჰარტნეტს ხვდებოდა, წინ კი 2 ქორწინება ჰქონდა გასავლელი - რაიან რეინოლდსთან და რომენ დურიაკთან. სკარლეტმა და კოლინმა ახლო მეგობრებიდან - შეყვარებულობამდე ნაბიჯი მალევე გადადგეს და 2017 წელს შეხვედრა დაიწყეს. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ წყვილმა იქორწინა, ახლა კი ისინი ახალბედა მშობლის სტატუსს ერთად ირგებენ.

ზევით