#ცნობილები #სილამაზე

სკარლეტ იოჰანსონი „სუფთა და ხელმისაწვდომ“ სილამაზის ხაზს გამოუშვებს

გაზიარება:

ცნობილი ადამიანების მიერ გამოშვებულ სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების ციებ-ცხელებას სკარლეტ იოჰანსონიც უერთდება და რიანას, ლედი გაგას, სელენა გომესის, ჰეილი ბიბერისა თუ პრიანკა ჩოპრას მსგავსად სილამაზის ხაზის შექმნას აანონსებს.

ახლა, როდესაც სკარლეტ იოჰანსონი კლუბს ოფიციალურად შეუერთდა, მისი ხაზის შესახებ დეტალები ცნობილი ნელ-ნელა ხდება, ვიცით ის, რომ მსახიობის სილამაზის პროდუქტების თვითმხილველნი 2022 წელს გავხდებით და ისიც, რომ ეს იქნება "სუფთა და ხელმისაწვდომი სილამაზე". 

სილამაზის ტრანსფორმაციის ძალით ბავშვობიდან გაოცებული ვიყავი. დედაჩემმა ადრეულ ასაკში გამიჩინა თავის მოვლის მიმართ სიყვარული, რომელიც დღემდე ძლიერია.

სკარლეტ იოჰანსონს სილამაზის არა ერთ ბრენდთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვს, გარდა იმისა, რომ მსახიობი L'oreal Paris-ის სახედ გვევლინებოდა, ის Dolce & Gabbana-ს სუნამოს ამბასადორიც გახლდათ.

ზევით