#კინო

And just like that - ლეგენდარული Sex and the City ეკრანებზე სამანტას გარეშე ბრუნდება

გაზიარება:

ესეც ასე, Sex and the City ეკრანებზე ბრუნდება. HBO-მ 9 ივლისს თაყვანისმცემლები კერის, მირანდასა და შარლოტას ახალი ფოტოებით გაახარა, თუმცა მანამ, სანამ ფილმის შესახებ ცნობილ დეტალებს გაგაცნობთ, გვინდა წამიერად სარა ჯესიკა პარკერის Look-ით დატკბეთ.

ფილმის გადაღებები ოფიციალურად დაიწყო. პირველი, რაც Sex and the City-ის თაყვანისმცემლებს ყურში მოხვდებათ, ეს შეცვლილი სახელწოდებაა. ამჯერად საკულტო სადაქალოს” თავგადასავალს And just like that დაარქვეს.

ლიმიტირებული სერიები

ცნობილია ისიც, რომ ქასთი 10 ეპიზოდისთვის გაერთიანდა. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ HBO-ს Sex and the City-ის Reboot-ის გადაღება ჰქონდა დაგეგმილი. მოგვიანებით ინფორმაცია მთავარი როლების შემსრულებლებმა დაადასტურეს. სარა ჯესიკა პარკერმა (კერი), სინტია ნიქსონმა (მირანდა) და კრისტინ დევისმა (შარლოტა) თაყვანისმცემლებს სასიხარულო ამბავი სოციალური მედიის პირადი გვერდების საშუალებით გაანდეს.

SEX AND THE CITY სამანტას გარეშე?!

sex and the city, სამანტას გარეშე

მიხვდებოდით, რომ ოთხეულს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი წევრი გამოაკლდა. კიმ კატრალი, რომელიც სამანტა ჯონსის როლს ასრულებს, ლიმიტირებულ სერიებში მონაწილეობას არ იღებს. მსახიობს საყოველთაოდ განხილვად თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სოციალურ მედიაში ერთ-ერთი ფანის კომენტარი”მოიწონა”, რომელიც მსახიობს საკუთარი თავის წინ დაყენების გამო აქებდა.

სამანტა და კერი, sex and the city

ოფიციალურ განცხადებას არც HBO ავრცელებს, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ კიმ კატრალს კოლეგებთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს. სერიების შემქმნელებმა კი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის გაქრობის სცენარი კი უპრობლემოდ მოიფიქრეს. მაყურებელი პირველივე სერიაში ნახავს იმას, თუ როგორ და რის გამო ჩამოშორდა სამანტა საუკეთესო მეგობრებს.

ახალი პერსონაჟები

sex and the city, კელი ტორესი, გრეის ანატომია

HBO-მ უკვე განაცხადა, რომ სერიებს 6 ახალი პერსონაჟი დაემატება, რომელთა შორისაც რამდენიმე ფერადკანიანი ქალია. მათ შორის კი ერთ-ერთი Gray’s anatomy-ის ვარსკვლავი - სარა რამირესი იქნება, რომელიც საზოგადოებამ კელი ტორესის როლით გაიცნო.

TRAILER

ჯერ-ჯერობით შოუს ოფიციალური თრეილერი არ არსებობს, მაგრამ ქასთის წევრებმა მოკლე თიზერი გაგვიზიარეს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by SJP (@sarahjessicaparker)

ზევით