შეი მიტჩელი Anouki-ს მოსაცმლის სწორად ტარებას გვასწავლის

გაზიარება:

კანადელი მსახიობი და მოდელი შეი მიტჩელი, რომელიც ჩვენთვის ცნობლი სერიალ Pretty Little Liars-დან გახდა, ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის მოსაცმელში გამოწყობილი პოზირებს და მის სწორად ჩაცმასაც გვასწავლის.

შეი მიტჩელმა საკუთარ Instagram გვერდზე IGTV ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც გამომწერებს Drinkonda-ს სპორტული ორეულის სწორად მორგებას ასწავლიდა. შეიმ რამდენიმე მოსაცმელი წარუდგინა მაყურებელს, ბოლოს კი არჩევანი Anouki-ს კუბოკრულ ცისფერ პალტოზე შეაჩერა. მსახიობს არ დაუმალავს, რომ სწორედ ეს ლუქი გახდა მისი ფავორიტი, რადგან მასში თავს კომფორტულად გრძნობდა, ეს ხომ მიტჩელის საყვარელი სტილია - ყველაფერი ოვერსაიზი.

 

 

შეი მიტჩელის რჩეული მოსაცმელი ამ ეტაპზე ყველა ონლაინ საიტიდან ამოყიდულია, თუმცა გთავაზობთ მსგავსი კუბოკრული სტილის სხვა ვარიანტებს Anouki-ს კოლექციიდან, რომლებმაც შესაძლოა თქვენი გულის მოგება შეძლონ.

 

Black and grey check double breast coat

ყიდვა

Caption
 

Multicolor check wool fitted waist blazer

ყიდვა

Caption
 

Black and grey check pencil dress

ყიდვა 

ზევით