სოფი ტერნერი HBO-ს ახალ პროექტში მიიღებს მონაწილეობას

ჩრდილოეთის დედოფალი მშობლიურ HBO-ს არხს უბრუნდება. სოფი ტერნერი, Game of Thrones-ის რვა სეზონის ვარსკვლავი, The Staircase-ის სამსახიობო გუნდს უერთდება, ლიმიტირებული სერიების შოუს, რომელიც მაიკლ პეტერსონის ნოველის მიხედვით იქნება გადაღებული.

სოფი ტერნერის გარდა, The Staircase-ის სამსახიობო გუნდს ისეთი სახელები ამშვენებენ, როგორებიცაა კოლინ ფირტი და ტონი კოლეტე, გადამღები ჯგუფის მიღმა კი თავად ანტონიო კამპოსი და მეგი კოჰი დგანან.

ისტორია, რეალურ ამბავზე

მაიკლ პეტერსონმა ნოველა მეორე ცოლის მოულოდნელი და მისტიკით მოცული გარდაცვალების შესახებ დაწერა. კეიტლინ პირსონი 2001 წელს კიბეებზე გარდაცვლილი იპოვეს. როდესაც, მისმა მეუღლემ, მაიკლმა 911-ში დარეკა, მან განაცხადა, რომ კეიტლინი კიბეებზე დაგორდა, თუმცა მალევე პეტერსონი პირველი ხარისხის მკვლელობის გამო დააკავეს.

2003 წელს მაიკლი მეუღლის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ისტორიას ფარდა მხოლოდ 8 წლის შემდეგ, 2011 წელს აეხადა, როდესაც სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ ერთადერთი მოწმე მთელი ამ დროის განმავლობაში ცრუობდა.

2017 წელს მაიკლმა საპყრობილე დატოვა, მის მიერ დაწერილმა წიგნების სერიამ და ისტორიამ კინემატოგრაფების ყურადღება მიიპყრო და მალევე, ნოველის მიხედვით პირველი ფილმიც გამოვიდა, რომელიც 2018 წელს Netflix-ზე გამოჩნდა, ახლა კი ამ გახმაურებული ისტორიის მიხედვით ლიმიტირებულ სერიალს HBO-გამოუშვებს.

ზევით