Super Bowl 2021: გრანდიოზული გახსნა და ვარსკვლავური სარეკლამო კამპანიები

წლების განმავლობაში Super Bowl-მა მილიონობით მაყურებელი შეიძინა და ეს მთავარი სპორტული აქტივობისა და ათლეტების დამსახურება ნამდვილად არ გახლავთ. Super Bowl უბრალოდ იქცა ყველაზე მოთხოვნად და მასთან ერთად ნახვად შოუდ, რომლის გახსნის ცერემონია მასშტაბურობით, გრანდიოზულობითა და უბრალოდ სენსაციური სანახაობით გამოირჩევა.

2021 წლის Super Bowl-ის გახსნის პატივი კანადელ მომღერალ The Weeknd-ს ხვდა წილად. წინასწარ შექმნილი ანტიპათიისა და სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, მომღერალმა შეძლო ფურორი მოეხდინა და ერთერთი ყველაზე პომპეზური გახსნა შეეთავაზებინა მაყურებლისთვის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ Weeknd-მა შოუს სრულყოფისთვის, საკუთარი სახსრებიდან 7 მილიონი დოლარი გაიღო და ეს შოუს ელემენტებშიც იგრძნობოდა.

სცენა Fritz Lang's Metropolis-ის ვერტიკალურ საფეხურებად იყო მოდელირებული, მომღერლის მოძრაობების ინსპირაცია უდავიდ მაიკლ ჯესონი გახლდათ. The Weeknd-მა გახსნის ცერემონიაზე, მისი პოპულარული ჰიტები: The Hills, Can't Feel My Face და Earned It შეასრულა, შთამბეჭდავი გახლდათ შოუს ელემენტები, რომელშიც დიდ ადგილს ნეონის განათება და მომღერლის "კლონები" იკავებდნენ.

რასაკვირველია, Super Bowl-ს ჩვენი საყვარელი ნაწილის: სარეკლამო რგოლების ჩვენების გარეშე, არც ამ წელს ჩაუვლია. თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, მხიარული და კრეატიული რეკლამები ამოვარჩიეთ, რა თქმა უნდა ცნობილი ადამიანების მონაწილეობით.

Cadillac

ედუარდ ხელმაკრატელას და უაინონა რაიდერის ვაჟს ედგარს, რომლის როლსაც ტიმოთე შალამე ასრულებს, მამის მსგავსად პრობლემები აქვს ცხოვრებაში, ერთადერთი რაც ედგარს გამოსდის, ეს Cadillac-ის მანქანის ტარებაა.

Cheetos

მილა კუნისი, ეშტონ კაჩერი და რეპერი Shaggy, ხრაშუნა ჩიფსის სარეკლამო ვიდეორგოლში გაერთიანდნენ და მუსიკალური ელემენტების დახმარებით ცდილობდნენ, ეშტონის დარწმუნებას, რომ მისი Cheetos მილას არ უჭამია.

Klarna

ვესტერნული ეპოქით შთაგონებული სარეკლამო რგოლი ონლაინ შოპინგის აპლიკაციას Klarna-ს გვაცნობს, ოთხი მინიატურული მარია რუდოლფის მონაწილეობით.

State Farm

რეპერი Drake და პოლ რადი State Farm-ის მთავარ ვარსკვლავებად მოგვევლინენ.

Uber Eats

რას იტყვით Uber-ის სწრაფი მიტანის სერვისზე რესტონრებიდან, რეპერი Cardi B სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლის მონაწილე გახლავთ.

T-Mobile

მობილური ინტერნეტის ცუდ კავშირს ბევრი საქმის გაფუჭება შეუძლია, მისი დახმარებით შესაძლოა თავი ყველაზე ცუდ პაემანზე ამოყოთ, როგორც გვენ სტეფანის და ბლეიკ შელტონს (რელურ ცხოვრებაში პარტნიორებს).

 

ზევით