#ცნობილები #მოდა

სუპერმოდელი ემილი რატაკოვსკი დედა გახდა

გაზიარება:

ემილი რატაკოვსკი და სებასტიან ბირ-მაკლარდი მშობლები გახდნენ, წყვილს პირველი საერთო შვილი შეეძინა. სასიხარულო ინფორმაცია სუპერმოდელმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაგვიმხილა. საკუთარ Instagram გვერდზე ემილიმ შვილთან ერთად გადაღებული ემოციური ფოტო გამოაქვეყნა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Emily Ratajkowski (@emrata)

ემილი რატაკოვსკიმ გამომწერებს ამცნო, რომ პირველი შვილი მას 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს შეეძინა, აგრეთვე ბავშვის სქესი და მისი სახელიც გაგვიმხილა. ემილისა და სებასტიანს ვაჟი შეეძინათ და მას სილვესტრ აპოლონ ბირი დაარქვეს.

სილვესტრ აპოლონ ბირი, სამყაროს ამ ნაწილში შემოგვიერთდა. სლაი სამყაროს 2021 წლი 8 მარტს მოევლინა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სიურეალისტურ, ლამაზ და სიყვარულით სავსე დღეს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Emily Ratajkowski (@emrata)

ემილი რატაკოვსკის ორსულობის შესახებ ცნობილი, გასული წლის ოქტომბრის თვეში გახდა, როდესაც მოდელი წამოზრდილი მუცლით Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა. მას შემდეგ ემილი, არა ერთხელ ვიხილეთ საორსულე ფორმაში, რატაკოვსკიმ ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი პერიოდი ფოტოებზეც აღებეჭდა და Instagram-ზე თამამი, თუმცა საოცრად ლამაზი ფოტოები გაგვიზიარა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Emily Ratajkowski (@emrata)

ზევით