„სუხიშვილები“ უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 28, 29 და 30 მარტს კლასიკური პროგრამით, უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტს წარმოგვიდგენს. 3-დღიანი კონცერტი საქველმოქმედო ხასიათის იქნება და ბილეთებიდან შემოსული თანხა საქართველოში უკრაინის საელჩოს ანგარიშზე გადაირიცხება, რომელიც შემდგომში მიზნობრივად მოხმარდება დაზარალებულებს.

„სუხიშვილების“ კონცერტი ვასო აბაშიძის ახალ თეატრში გაიმართება, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია tkt.ge-ზე.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის სამხედრო ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის და ომის გამოცხადების დროს, ქართული ნაციონალური ბალეტი, 2022 წლის ევროტურის ფარგლებში, უკრაინაში, ქალაქ ლუცკში იმყოფებოდა და კონცერტის გასამართად ემზადებოდა; თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანა დატოვეს და საქართველოში დაბრუნებულებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელებს.

ზევით