ტაბუდადებული თემა არ არსებობს - პრინცი ჰარისა და მეგანის ინტერვიუს პირველი თიზერი

მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული ელოდება პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მოახლოებულ ინტერვიუს, რომელიც სასექსის ჰერცოგებმა ექსკლუზიურად ოპრა უინფრისთან ჩაწერეს. CBS-ის Youtube არხზე, უკვე გავრცელდა 30-წამიანი თიზერი ინტერვიუდან, რომელიც დიდი საიდუმლოებების გამხელას გვიქადის.

მინდა ყველამ გაიაზროს ,აქ არ არსებობს ტაბუდადებული თემები  - აცხადებს ოპრა უინფრი

რამდენიმეწამიანი თიზერიც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ წინ სტანდარტული ინტერვიუ სულაც არ გველის. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დუმილის დარღვევა განიძრახეს და საკუთარ სიმართლეს სულ მალე ნათელს საჯაროდ მოჰფენენ. სასექსის ჰერცოგებმა ინტერვიუსთვის არა სტუდია, არამედ გამწვანებული ბაღი შეარჩიეს, რომელიც დასავლური მედიის მტკიცებით, სწორედ მეგანისა და ჰარის ლოს-ანჯელესის სახლშია განთავსებული.

შენ დუმდი თუ დუმილს გაიძულებდნენ?

ოპრასგან პირველი დამაინტრიგებელი შეკითხვაც გაისმის მეგანის მიმართ და სიჩუმე ასეთი მრავლისმთქმელი არასდროს ყოფილა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ინტერვიუს თავდაპირველად ოპრასა და სასექსის ჰერცოგინიას შორის გაიმართება, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში გატარებულ პერიოდზე, ქორწინებაზე, დედობასა და ქველმოქმედებაზე ისაუბრებს. მოგვიანებით კი მეგანს პრინცი ჰარიც შეუერთდება და ის ბრუტალური ისტორიის განმეორებას შეგვახსენებს და დიდი ბრიტანეთიდან წამოსვლის მთავარ დეტალებსაც გაგვიმხელს.

შეგახსენებთ, რომ ვალენტინობის საერთაშორისო დღეს პრინცმა ჰარიმ და მეგანმა გაგვიმხილეს, რომ მეორე შვილს ელოდებიან და თბილი ოჯახური პორტრეტიც გაგვიზიარეს. წამოზრდილი მუცლით მეგანი, ოპრა უინფრისთანაც გამოჩნდა, სასექსის ჰერცოგინიამ Armani-ს შავი კაბა, Aquazzura-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და პრინცესა დიანას სამაჯური მოირგო.

 

ზევით