თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეული იწყება

თბილისში, არქიტექტურისა და დიზაინის კვირეული, TAD Week 15 მაისს დაიწყო და სტუდენტებს 18 მაისამდე უმასპინძლებს. 

TAD Week თბილისში არსებული, კულტურული საგანმანათლებლო და სამეცნიერო პლატფორმაა. ის არქიტექტურის, ურბანისტიკის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინისა და ხელოვნების სფეროს წარმოჩენას, მათ ხელშეწყობასა და განვითარებას ისახავს მიზნად. კვირეულის თბილისის პარტნიორი და მხარდაჭერი მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი Politecnico di Milano და ევროკავშირის პროექტი erasmus+ გახლავთ. 

TAD Week ყოველწლიური ღონისძიებათა ციკლის ნაწილია, რომელიც თბილისში უყრის თავს არქიტექტურის, ურბანისტიკის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინის, ხელოვნების სფეროს პროფესიონალებს, სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციებს, სტუდენტებს, ენთუზიასტებსა და დაინტერესებული მხარეებს.

კვირეულის ფარგლებში, თბილისში უცხოელი სპეციალისტები ჩამოვლენ და ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად სტუდენტებისთვის სხვადასხვა აქტივობას გაუძღვებიან. ზემოთ ნახსენები თემების ირგვლივ ჩატარდება ლექციები, პანელური დისკუსიები, არქიტექტორული ტურები. ამასთანავე სტუდენტები დაესწრებიან კონფერენციებს, მუსიკალურ წარმოდგენებს. ისინი მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო შეხვედრებში და ექნებათ საშუალება ესაუბრონ, გაუზიარონ თავიანთი სათქმელი სფეროს წარმომადგენლებსა და თანამოაზრეებს.

კვირეულის მანძილზე ქართველი სტუდენტებისთვის ჩნდება შესაძლებლობის ციკლი, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ისინი ძალიან ფასეულ, პროფესიულ გამოცდილებას მიიღებენ.

კვირეულის დამფუძნებლების თქმით, მათ სურდათ, შეექმნათ სწორედ ის შესაძლებლობა, რომელიც მათი სტუდენტობის დროს არ არსებობდა. ეს არის ევროპული გამოცდილება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის, თანაც საინტერესო, საჭირო და მიმზიდველი. ამ კვირეულზე უკვე დამტკიცდა, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი რესურსი აქვს, ჩვენი სტუდენტების სახით, რომლებიც შეუძლებელს შეძლებენ. სწორედ ასეთი ადამიანები, 15-18 მაისს, ერთ გარემოში შეიკრიბებიან.

ზევით