თაკო, მატილდა, ეთო - ქართველი მოდელები უცხოური ბრენდების სარეკლამო კამპანიებში

მსოფლიო პანდემიის პირობებშიც, ქართველი მოდელები, უცხოურ ბრენდებთან თანამშრომლობას ახერხებენ, რაც დაგვეთანხმებით მხოლოდ დაუღალავი შრომის მანიშნებელია. თაკო ნაცვლიშვილი, მატილდა გვარლიანი და ეთო მიგრიაული ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში გამოჩნდნენ, რომელთა შესახებ დაწვრილებით გიამბობთ.

ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნად, იტალიური პროფესიონალური თავის მოვლის ბრენდმა COTRIL-მა ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც ორი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი და მატილდა გვარლიანი მონაწილეობდნენ. გოგონებმა ნაზი, ნათელი საგაზაფხულო კაბები მოირგეს და დიდებული სასახლის ეზოში იპოზიორეს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by CotrilSpa (@cotrilspa)

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ COTRIL-ის სარეკლამო კამპანიას, ფონად სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება და ქალების მიმართ ძალადობის შემცირება ედო.

რაც შეეხება, ეთო მიგრიაულს, David Koma-ს ციფრულ ჩვენებაში მონაწილეობის შემდეგ, სამოდელო სააგენტო Geo Models-ის სახასიათო გარეგნობის მოდელი Brunello Cucinelli-ს 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცის კამპანიის სახე გახდა.

ზევით