#ცნობილები #მოდა

თაკო ნაცვლიშვილი Intimissimi-ს Made With Love სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა

გაზიარება:

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ქართველი მოდელის თაკო ნაცვლიშვილისა და ქალის თეთრეულების ცნობილი ბრენდ Intimissimi-ს თანამშრომლობა წარმატებულად გრძელდება. სიახლე, თავად თაკომ გაგვიზიარა სოციალური ქსელის მეშვეობით. 

თაკო ნაცვლიშვილი ვალენტინობის დღისთვის მიძღვნილი კამპანიის Made With Love-ის, ფოტოსესიისა და საოცრად ცეცხლოვანი ვიდეორგოლის ნაწილი გახდა, რომელშიც მოდელმა დახვეწილი თეთრეული მოირგო და ჩვეული დამაჯერებლობითა და მომხიბვლელობით კიდევ ერთხელ მოგვნუსხა.



ქართველი მოდელისა და იტალიური ბრენდის თანამშრომლობა რამდენიმე წელია გრძელდება, განსაკუთრებით სასიხარულო და დასამახსოვრებელი, თაკოს Intimissimi-ის 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებაზე ხილვა აღმოჩნდა. დეფილეს წინა რიგებიდან ხომ თვალს თავად ირინა შეიკი, სარა ჯესიკა პარკერი და კიარა ფერანი ადევნებდნენ.შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველი მოდელი იტალიაში სწავლობს და სწავლის პარალელურად კარიერაშიც აქტიურად დგამს წარმატებულ ნაბიჯებს.

ზევით