The Gray Man: ფილმი, რომელიც ჩვენს გულთამპყრობელებს აერთიანებს

Netflix-ის ახალი პროექტი კიდევ უფრო ვარსკვლავური და მომნუსხველი ხდება, The Gray Man-ის სამსახიობო შემადგენლობას, რომელსაც კრის ევანსი, რაიან გოსლინგი და ანა დე არმასი ამდიდრებდნენ, Bridgerton-ის ჰასტინგსის ჰერცოგი - რეგე ჟაენ-პეიჯიც შეუერთდა, რა შეიძლება ვინატროთ ამაზე დიდებული?

თრილერი, The Gray Man, მარკ გრინის, ამავე სახელწოდების სადებიუტო ნოველის კინოადაპტაციაა. ფილმის გამოსვლის შესახებ Netflix-მა პირველად, გასული წლის ივლისის თვეში განაცხადა, როგორც Deadline იტყობინება, The Gray Man Netflix-ის ყველაზე მაღალბიუჯეტური ფილმი იქნება, რაც მაყურებელს აქამდე უნახავს. ფილმის რეჟისორებად და სცენარის ავტორებად ჯო და ანტონი რუსოები გვევლინებიან, რომლებსაც Avengers: Endgame-ის დიდება ეკუთვნით.

კრის ევანსი და რაიან გოსლინგი ფილმის დაანონსებისთანავე The Gray Man-თან ასოცირდებიან. სწორედ, კრისი და რაიანი შეასრულებენ დაპირისპირებული გმირების მთავარ როლებს ჯაშუშურ თრილერში, რომელიც მთელი ახალი სამყაროს შექმნას ცდილობს და კინოადაპტაციის პრემიერის შემდეგ, მისი მომავალი ფილმების სერიის გამოსვლასაც იმედოვნებს.

ფილმის გადაღება იანვარში დაიწყო და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ვიხილავთ ჩვენი გულთამპყრობელების ახალ ფილმს, ის კი ნათელია, რომ სამსახიობო გუნდი დღითიდღე მდიდრდება.

ზევით