#ცნობილები #სილამაზე

TikTok ხრიკი: თმის დახვევის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება

გაზიარება:

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გლობალურმა პანდემიამ მთელი მსოფლიოს გარშემო სილამაზის სალონები დახურა, ქალებმა, სასურველი შედეგების მისაღებად ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს. TikTok-ის პლატფორმა მარტივი, სწრაფი და რაც მთავარი ეფექტური ხრიკების საბადო გახდა და ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი გაკვეთილი, რომელიც მისგან ავითვისეთ, ეს თმის დახვევის მასტერკლასია.

აღმოჩნდა, რომ პროფესიონალური გზით მიღებული ულამაზესი ტალღები სახლშიც მარტივად მისაღწევი დავალებაა. თავდაპირველად, ყველაფერი წინდებით დაიწყო, დიახ, არ მოგესმათ, სასურველ შედეგს წყვილი წინდის დახმარებით იღებდნენ, მოგვიანებით კი ხრიკმა განვითარების გზას მიაგნო და თმის დასახვევად სპეციალური რბილი ლენტები შეიქმნა.

რასაკვირველია, ტრენდმა საქართველოშიც შემოაღწია და აღიარებაც მალევე მოიპოვა. ბაზარზე ქართული წარმოების Waves-სრბილი ლენტებიც გამოჩნდა სხვადასხვა ფერში. ცნობილმა ინფლუენსერმა და ბიუთი ბლოგერმა ანუკი ბიწაძემ, სოციალურ ქსელში თმის მოვლის რუტინა გაგვიზიარა, რომელიც სწორედ ტრენდაც ქვეული TikTok-ის ხრიკით მიიღწევა.

თმის სახვევი ბალიშების - ლენტების გამოყენება ძალიან მარტივი და რაც მთავარია თმისთვის უსაფრთხოა. დახვევის პროცესში არ არის აუცილებელი თმის საშრობისა თუ სხვა საშუალების გამოყენება, ის ბუნებრივ ტალღებს თავისთავად იღებს და ეფექტიც მთელი დღის განმავლობაშიც გასტანს. ეს მარტივი ხრიკი სხვადასხვა გავლენიანი უცხოური გამოცემების რედაქტორებმა გამოსცადეს და შეიყვარეს, თქვენ რას იტყვით, უკვე ეზიარეთ თმის სახვევი ბალიშების მაგიას?

ზევით