ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის ქალიშვილი Harper's Bazaar-ის გარეკანს ამშვენებს

ცნობილი მშობლების, ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის უფროსი ქალიშვილი, დევა კასელი მოდის ინდუსტრიის დაპყრობას განაგრძობს. ბოლო დროს, 16 წლის დევას სახელი, საერთაშორისო სიახლეებს არ შორდება. გოგონას, ხან კომოს ტბაზე Dolce&Gabbana-ს სარეკლამო კამპანიის გადაღებებზე აფიქსირებენ, ხანაც დევა, ცნობილი გამოცემა ELLE-ს, ახლა კი ესპანური Harper's Bazaar-ის გარეკანსაც ამშვენებს.

ფოტოგრაფ ხავი გორდოს ობიექტივში, დევა კასელი, ქავერ-სთორის მთავარი გმირი, Dolce&Gabbana-ს კოსტუმში პოზირებს. დევას, შავ-თეთრი ოვერსაიზ პიჯაკი და შავი ბოდე აცვია. სხვა ფოტოებში დევამ, კიდევ უფრო ფერადი კოსტუმები მოირგო და ესპანური გამოცემის მარტის ნომერი უდავოდ დაამშვენა.

შეგახსენებთ, რომ დევა კასელი, ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის უფროსი ქალიშვილია. დევას, უმცროსი და 9 წლის ლეონი ჰყავს, შარშან კი მას ნახევარ-და ვენსანისა და ტინას ქალიშვილი ამაზონიც შეემატა. დევა კასელის შესახებ, ჩვენთვის ცოტა რამ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა მოდელი მოდის სამყაროს იპყრობს, მისი პირადი ცხოვრება და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები გასაიდუმლოებულია და ეს, პირველ, ყოვლისა, მისი მშობლების გადაწყვეტილება გახლავთ.

ზევით