#მოდა

Victoria's Secret-ის საკულტო ჩვენება „ანგელოზების“ გარეშე დაბრუნდება

გაზიარება:

დაახლოებით ერთი თვის წინ ქალის თეთრეულის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და ცნობილმა ბრენდმა Victoria's Secret-მა რებრენდინგს მიმართა და რეპუტაციის აღდგენის მიზნით განაცხადა, რომ „ანგელოზების“ ეპოქა წარსულში დარჩა და მომავალი მრავალფეროვნებას ეკუთვნის. 

მრავალფეროვნების სიმბოლოები კი ფეხბურთელი მეგან რაპინო, მოდელი პალომა ელსესსერი, მსახიობი პრიანკა ჩოპრა, ფოტოგრაფი ამანდა დე კადენე, აგრეთვე ბრენდის პირველი ტრანსგენდერი მოდელი ვალენტინა სამპაიო და ადუტ აკეჩი გახდნენ. სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Victoria's Secret საკულტო შოუების დაბრუნებას აპირებს და რადგან, ბრენდმა „ანგელოზებზე“ უარი განაცხადა, ის განსხვავებულ ფორმატში დაგვიბრუნდება.

ორშაბათს გამართულ პრეზენტაციაზე, Victoria's Secret-ის CEO-მ მარტინ უოთერსმა განაცხადა, რომ კომპანიის „მიზანია, fashion show ბიზნესს დაუბრუნდეს. ჩვენ არ ვჩქარობთ როდის ან როგორ გაიმართება ჩვენება, თუმცა ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ ის კულტურულად რელევანტური იქნება“.

Victoria's Secret-ის წარმომადგენლებმა, 24-წლიანი ბრწყინვალე ისტორიის შემდეგ ყველაზე პოპულარული მოდის ჩვენებები 2019 წელს გააუქმეს და მის დაბრუნებაზე სიახლეებს ჯერაც არავინ ელოდა, საინტერესოა, რას შემოგვთავაზებენ ბრენდის წარმომადგენლები მომავალში.

ზევით